Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ოზურგეთიდან გომისმთამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

მარშალ პრესი 02/09/2024
456595576_496252709816626_1157737433592042152_n

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ოზურგეთიდან გომისმთამდე მისასვლელი 21 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დაასრულა.

ოზურგეთიდან გომისმთამდე მგზავრობა ახლად რეაბილიტირებული გზით უკვე 45 წუთშია შესაძლებელი. პროექტის ფარგლებში განახლდა გზის საფარი და ხელოვნური ნაგებობები, მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები და მგზავრთა მოსაცდელი პავილიონები.

ასევე, საავტომობილო გზა აღიჭურვა საგზაო ნიშნებით, დამონტაჟდა ზღუდარები, საგზაო ბოძკინტები და მოინიშნა სავალი ნაწილი. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 18.8 მილიონი ლარით დაფინანსდა. დასრულებული სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი წერეთელმა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ მოინახულეს.

Post navigation

Previous: საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
Next: “გამჭვირვალობის რეესტრში” დარეგისტრირების ვადა 2 სექტემბრის ჩათვლითაა განსაზღვრული. გარე დესტრუქციული ძალების ფინანსებზე ჩამოკიდებული “ნაცენჯეოები” აცხადებენ, რომ არ დარეგისტრირდებიან, დაარღვევენ კანონს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.