Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ადამიანის უფლებათა ცენტრს“, რომლის მფლობელიც უჩა ნანუაშვილია, დაუფინანსეს პროექტი „კამპანია ბოდიში“- ვერ გეტყვით, ვინ და როგორ მოუხადა ბოდიში სეპარატისტებს, კავკასიის ხალხთა კონფედერაციას და ბაგრამიანის ბატალიონს

მარშალ პრესი 02/09/2024
giorgi iakobashvili

2009 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრს“, რომლის მფლობელიც (ენჯეოებს არ ხელმძღვანელობენ, ენჯეოებს ფლობენ) გახლავთ ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, დაუფინანსეს პროექტი სახელწოდებით „კამპანია ბოდიში“. პროექტის მიხედვით, ცნობილ, მეტ-ნაკლებად ცნობილ და არც ისე ცნობილ ქართველებს 1992-93 წლების ომისთვის აფხაზებისთვის უნდა მოეხადათ ბოდიში, ყოველ მათგანს უნდა დაეწერა საკუთარი, ორიგინალური ტექსტი, რომელთა მედიაში გამოქვეყნებას უზრუნველყოფდა „ადამიანის უფლებათა ცენტრი“. ცხადია, ხარჯებს საკუთარ თავზე უჩა ნანუაშვილის კანტორა იღებდა, – წერს საინფორმაციო სააგენტო For.ge-ის რედაქტორი გიორგი იაკობაშვილი მისი ავტორობით გამოქვეყნებულ ბლოგში, სადაც მკითხველს „მესამე სექტორის“ საქმიანობის შესახებ რამდენიმე ეპიზოდს სთავაზობს.

ვრცელი სტატიის ერთ-ერთ ეპიზოდში სახელწოდებით „ბოდიშის შემქმნელებისგან“ იაკობაშვილი წერს, რომ ვინ და როგორ მოუხადა ბოდიში სეპარატისტებს, კავკასიის ხალხთა კონფედერაციას და ბაგრამიანის ბატალიონს ამ დრომდე არ იცის, თუმცა მსგავსი პროექტის იდეა კარგად ახასიათებს, როგორც პროექტის დამფინანსებლებს, ისე განმახორციელებლებს.

„თუ ყველა ქართველი მოვიხდით ბოდიშს, მოხდება საყოველთაო შერიგება და ავტომატურად აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაო, – მითხრა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რომელიც „პრესა.გე“-ში ბოდიშების გამოქვეყნებით გახლდათ დაინტერესებული.

ნამდვილად ვერ გეტყვით, ვინ და როგორ მოუხადა ბოდიში სეპარატისტებს, კავკასიის ხალხთა კონფედერაციას და ბაგრამიანის ბატალიონს და არც ის ვიცი, სად გამოქვეყნდა მათი ბოდიშები. შესაძლოა, არც არავინ და შესაძლოა, არც არსად, მაგრამ თავად იდეა ასეთი პროექტისა შესაბამისად ახასიათებს მის დამფინანსებლებს და განმახორციელებლებს.

ისინი მაშინაც აქტიურად ერეოდნენ და დღესაც ღიად ერევიან პოლიტიკაში. რთული მისახვედრი არ არის, რატომ უფრთხიან გამჭვირვალობას“,- წერს იაკობაშვილი.

Post navigation

Previous: მიჩ მაკკონელმა თქვა, რომ 113 მილიარდი მიემართება არა უკრაინაში, არამედ თავდაცვის ამერიკელი მწარმოებლებისკენ – მან აღიარა, რომ ეს არის ფულის გათეთრების სქემა და როგორ ფიქრობთ, ვინ ფლობს თითოეულ ამ კომპანიას? „ბლექროკი“
Next: საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.