Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გილოცავთ, გიგა ოჩხიკიძე პარალიმპიური თამაშების ჩემპიონია, ეჭვი არავის გვეპარებოდა, რომ ქართველი ოლიმპიელების წარმატებულ გამოსვლას პარალიმპიელებიც ღირსეულად გააგრძელებდნენ

მარშალ პრესი 02/09/2024
bidzina

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პარიზში მიმდინარე 2024 წლის პარალიმპიურ თამაშებზე ქართველ პარამძლეოსან გიგა ოჩხიკიძეს ბირთვის კვრაში (F53) ოქროს მედალს ულოცავს.

„გილოცავთ! ქართველი პარამძლეოსანი, გიგა ოჩხიკიძე ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონია!

ქართველი პარასპორტსმენი, პარიზში მიმდინარე 2024 წლის პარალიმპიურ თამაშებზე ბირთვის კვრაში (F53) ოქროს მედლის მფლობელი გახდა და ორმაგად სასიხარულოა, რომ მან მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.

ეჭვი არავის გვეპარებოდა, რომ ქართველი ოლიმპიელების წარმატებულ გამოსვლას პარალიმპიელებიც ღირსეულად გააგრძელებდნენ.

გიგა ოჩხიკიძესთან ერთად, რომელმაც საქართველოს პარალიმპიურ ნაკრებს პირველი უმაღლესი სინჯის მედალი მოუტანა, აღსანიშნავია ახალგაზრდა პარალიმპიელი ანა ჯაფარიძე, რომელმაც ასევე დიდ წარმატებას მიაღწია და პარატაეკვონდოში ჩვენს ქვეყანას ბრინჯაოს მედალი მოუტანა.

ჩვენი პარალიმპიელები მუდმივად აღგვაფრთოვანებენ თავიანთი შრომისა და ბრძოლის ჟინით. თითოეული მათგანის შეუპოვრობა, მონდომება და გამბედაობა, შთამაგონებელი მაგალითია მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის.

კიდევ უფრო მეტ წარმატებასა და გამარჯვებებს ვუსურვებ ქართველ პარალიმპიელებს, ვისითაც მთელი ქვეყანა ვამაყობთ!“,- აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის მილოცვაში.

Post navigation

Previous: “ქართულ ოცნებას” როგორც ხალხის არჩევანით 2012 წლიდან დღემდე ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ ძალას, გააჩნია მყარი საარჩევნო პოზიციები
Next: დონორმა საგრანტო კონკურსი გამოაცხადა, გამარჯვებულს წინასაარჩევნო მედია-გარემო უნდა შეესწავლა- ანგარიშში მოყვანილი იყო გამოცემის წინასაარჩევნო კონტენტის ანალიზი, თუმცა კამპანიის დასაწყისისთვის ეს გამოცემა… უკვე აღარ არსებობდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.