Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სპორტი

გიგა ოჩხიკიძეს ოქროს მედალიც დაუბრუნდა და მსოფლიოს რეკორდიც

მარშალ პრესი 01/09/2024
55

გიგა ოჩხიკიძეს ოქროს მედალიც დაუბრუნდა და მსოფლიოს რეკორდიც, – წერს სოციალურ ქსელში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

„არიიიის! სენ დენიზე საქართველოს ჰიმნი მაინც გაჟღერდება! დავიცავით გიგას უფლებები! კომისიამ საბოლოო ვერდიქტი გამოაცხადა და გიგას ოქროს მედალიც დაუბრუნდა და მსოფლიოს რეკორდიც! გიგა ოჩხიკიძე უკვე ორგზის ჩემპიონი ხარ!“, – წერს იონათამიშვილი.

მანამდე რატი იონათამიშვილი წერდა, რომ გიგა ოჩხიკიძის შედეგები გაასაჩივრეს მაროკოსა და ირანის დელეგაციებმა, მას შემდეგ, რაც იგი ოფიციალურად გამარჯვებულად გამოცხადდა.

„ბირთვის კვრის ორგანიზატორებმა გადაწყვეტილება შეცვალეს. ჩვენ დაუყოვნებლივ გავასაჩივრეთ ეს გადაწყვეტილება და ახლაც განხილვის პროცესში ვართ. გვქონდა რამდენიმე საათიანი შეხვედრა ორგანიზატორებთან და მსაჯებთანაც, წარვადგინეთ ვიდეო მტკიცებულებებიც, რომ გიგა სწორად ისვრის ბირთვს“, – წერდა იონათამიშვილი.

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ქართველმა მძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ ბირთვის კვრაში კვლავ ჩემპიონობა იზეიმა და საქართველოს პარალიმპიადაზე ოქროს მედალი მოუტანა.

Post navigation

Previous: ნაც.მოძრაობამ ჩემ წინააღმდეგ „საბრძოლველად“ მშობლიურ სოფელში შტაბი გამიხსნა, გახსნაზე არ მივიდა მათი დარჩელის ლიდერი და სოფლის მოსახლეობა – 26 ოქტომბერს დარჩელი, ზუგდიდი და სრულიად საქართველო იტყვის სათქმელს!
Next: “ქართულ ოცნებას” როგორც ხალხის არჩევანით 2012 წლიდან დღემდე ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ ძალას, გააჩნია მყარი საარჩევნო პოზიციები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.