Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ცესკოში 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიების რეგისტრაცია დასრულდა

მარშალ პრესი 01/09/2024
cesko

26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. კანონით განსაზღვრული ვადა 30 აგვისტოს ამოიწურა და ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 27 პარტიაა რეგისტრირებული.

26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად ცესკოსთვის მომართვის ვადა განსხვავებული იყო. პოლიტიკური პარტიების ნაწილისთვის, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავდათ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები და კანონი რეგისტრაციისთვის 25 000 მხარდამჭერის ხელმოწერის წარმოდგენას ავალდებულებდა, ცესკოსთვის მომართვის ვადა 15 ივლისს ამოიწურა. მათგან ცესკოს რეგისტრაციისთვის 30-მა პოლიტიკურმა პარტიამ მომართა. მომართვების შედეგად, 30 პოლიტიკური პარტიიდან არ განხილულა 2-ის განაცხადი (ერთ შემთხვევაში საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით პარტიის რეგისტრაციის გაუქმების გამო, მეორე შემთხვევაში – ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტის გამო). ხოლო დარჩენილი 28 პარტიიდან რეგისტრაცია გაიარა 17-მა და უარი ეთქვა რეგისტრაციაზე 11-ს.

რაც შეეხება იმ პოლიტიკური პარტიებს, რომელთაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის ჰყავდათ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები, მათგან ცესკოს 10-მა პარტიამ მიმართა და გაიარა რეგისტრაცია.

 პოლიტიკური პარტიებისთვის შემდეგი ეტაპი მოიცავს პარტიული სიების წარმოდგენას, რისთვისაც მათ ვადა 26 სექტემბრამდე აქვთ. კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. ყოველ პარტიას უფლება აქვს წარადგინოს თითო პარტიული სია. პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. დაუშვებელია ერთი და იმავე პირის შეყვანა სხვადასხვა პარტიულ სიაში. პარტიული სიების წარდგენის შემდეგ კი დაიწყება წარმოდგენილი დოკუმენტაციის  შემოწმების და შემდეგ უკვე რეგისტრაციის პროცესი.

Post navigation

Previous: საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების საკითხი კიდევ ერთხელ გახდა უსაფუძვლო ბრალდებების და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის საფუძველი – ცესკო-ს განცხადება
Next: ნაც.მოძრაობამ ჩემ წინააღმდეგ „საბრძოლველად“ მშობლიურ სოფელში შტაბი გამიხსნა, გახსნაზე არ მივიდა მათი დარჩელის ლიდერი და სოფლის მოსახლეობა – 26 ოქტომბერს დარჩელი, ზუგდიდი და სრულიად საქართველო იტყვის სათქმელს!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.