Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“ევროპის სახალხო პარტიამ” არა მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობას, არამედ სასამართლო სისტემას “სილა გააწნა” ამ სამარცხვინო პერფორმანსით

მარშალ პრესი 31/05/2022
დავით ქართველიშვილი

,,იცით რაშია საქმე…მხოლოდ “ევროპის სახალხო პარტიის” დეგრადაცია რომ მიკვირდეს, რომელმაც არა მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, სასამართლო სისტემას, კანონმდებლობას “სილა გააწნა.” ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ევროპის სახალხო პარტიის ყრილობას.

როგორც ქართველიშვილი წერს, ევროპის სახალხო პარტიამ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო ფეხქვეშ მოაქცია, საქართველოსთან მიმართებაში ორო გადაწყვეტილებით.

,,იცით რაშია საქმე…მხოლოდ “ევროპის სახალხო პარტიის” დეგრადაცია რომ მიკვირდეს, რომელმაც არა მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, სასამართლო სისტემას, კანონმდებლობას “სილა გააწნა” ამ სამარცხვინო პერფორმანსით – მან ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო, ადამიანის უფლებათა კონვენცია ფეხქვეშ მოაქცია, თუნდაც მხოლოდ ორ ეპიზოდთან მიმართებაში: მიხეილ სააკაშვილის სანდრო გვირგვლიანის მკველებზე ხელის დაფარებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ფაქტიურად სიკვდილამდე ცემის შეკვეთის უეჭველი ბრალეულობის ნაწილში.

და უფრო სწორედ, მე აღარ მიკვირს პოლონელი დონალდ ტუსკის სამარცხვინო უპრინციპობა და ეროვნული ღირსების საჯაროდ აყრა, როდესაც მისი ქვეყნის პრემირ-მინისტრად ყოფნის არც თუ შორეულ წარსულში – 2013 წელს მან ჯერ მხარი დაუჭირა 1943 წლის 11 ივლისის უკრაინელების მიერ პოლონელების გენოციდის შესახებ სეიმის გადაწყვეტილებას, საჯაროდ დაგმო იმ სისხლიანი “პეტრე-პავლეს ღამის” მოვლენები, ხოლო დღეს ყოველივე ეს თავადვე დავიწყებას მისცა, ისევე – როგორც კრიმინალ სააკაშვილის რეაბილიტაციაზე ღვრიდა დღეს ნიანგის ცრემლებს. უპრინციპო ადამიანზე უფლის მადლი ისევე მოქმედებს, ვითარცა რეზინაზე დენი, ამიტომ მის სახელმწიფოებრიობასთან, ეროვნულ, სქესობრივ, რასობრივ, სარწმუნოებრივ იდენტობასთან დაკავშირებით რაიმე პასუხის მოლოდინით თავს ნუ მოვიტყუებთ.” წერს ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: ამ კაცს ეგ მანტია არ ერგება და ვერც ჩაეტევა რადგან მან, მის მიერ შექმნილი მაწამებელი სისტემით უამრავი პატიმარი გააუპატიურა – თამთა მეგრელიშვილი დონალდ ტუსკს
Next: ლაშა ხუციშვილი: საქართველოსთვის ნამდვილად საამაყოა ის, თუ რა პროგრესს მიაღწია ქვეყანამ ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიმართულებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.