Skip to content
11/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს ჭირდება არა ომი, არამედ მშვიდობა, არა განადგურება, არამედ წინსვლა და განვითარება

მარშალ პრესი 31/08/2024
irakli kobakhidze65

საქართველოს ჭირდება არა ომი, არამედ მშვიდობა, არა განადგურება, არამედ წინსვლა და განვითარება, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოზურგეთში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ შინარჩუნა 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა და საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა.

„ძალიან მოკლედ ჩამოვთვლი უმთავრეს მიღწევებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას 2012 წლის დემოკრატიულმა გარდატეხამ მოუტანა: დასრულდა ავტორიტარიზმი, ადამიანების მკვლელობის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა; გათავისუფლდა ბიზნესი და მედია; 2,5-ჯერ შემცირდა ციხეებში პატიმრების რაოდენობა და 10-ჯერ შემცირდა პატიმრების სიკვდილიანობის მაჩვენებელი;

3-ჯერ გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა და სახელმწიფო ბიუჯეტი; 3-ჯერ გაიზარდა ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპი; ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა; 3-ჯერ გაიზარდა პენსიები და სოციალური დახმარების პაკეტი; ყოველწლიურად 300 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამები; 700 ათასამდე ჩვენმა მოქალაქემ დააღწია თავი სიღარიბეს.

ამ ყველაფერთან ერთად, შევინარჩუნეთ 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა და საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ეს ყველაფერი მოიტანა 2012 წლის დემოკრატიულმა გარდატეხამ, რომლის სულისჩამდგმელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

Post navigation

Previous: არც კი ფიქრობენ რა მომავლისთვის სწირავენ საკუთარ შვილებს. ვიღა გამოგხედავს მიწასთან გასწორებულს და დანგრეულს? ვის უნდა მძიმე ტვირთად ისეთი ქვეყანა, რომელსაც აღარც აწმყო აქვს და არც მომავალი?
Next: ჩვენი საარჩევნო პროგრამით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს წინსვლა ყველა მიმართულებით – ეკონომიკის ზრდით დაწყებული, საქართველოს საგარეო-პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებით დამთავრებული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.