Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დღეს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ – ომის პარტია, თავისი სატელიტური პარტიებითა და ენჯეოებით, განაწილებულნი არიან სხვადასხვა ფრონტზე, ხალხს ატყუებენ, თითქოს ისინი სხვადასხვა ძალას წარმოადგენენ

მარშალ პრესი 31/08/2024
irakli garibashvili

დღევანდელ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩვენმა – ხალხმა უნდა გადაწყვიტოს თუ ვის უნდა ანდოს ქვეყნის მართვა – მას ვინც 12 წლის მანძილზე საქმით და შედეგით დაამტკიცა რომ არის მშვიდობის და თავისუფლების მომტანი, სტაბილურობის, განვითარების და ევროპული მომავლის გარანტი თუ იმ ბოროტ ძალას ვინც ასევე საქმით და შედეგით დაამტკიცა, რომ არის ომის, ჩაგვრის, ქაოსის, შიშის და ტერორის, ნგრევის და უბედურების მომტანი?, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, არ არსებობს იდეალური მმართველი ძალა და არ არსებობს იდეალური მთავრობა, მაგრამ დღეს, არ არსებობს „ქართულ ოცნებაზე“ უკეთესი ალტერნატივა.

„მე მჯერა, რომ ჩვენი ბრძენი ხალხი გააკეთებს ერთადერთ სწორ არჩევანს და ხმას მისცემს ქვეყნის გადარჩენას, აირჩევს მშვიდობას, თავისუფლებას, სტაბილურობას, წინსვლას, განვითარებას, ღირსეულ ევროპულ მომავალს! 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს სიმართლე! 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს მშვიდობა! 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს თავისუფალი საქართველო! გაიმარჯვებს ჩვენი ამაყი, ღირსეული ხალხი! 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს პარტია „ქართული ოცნება“! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Post navigation

Previous: კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ქვეყნის არაკეთილმოსურნეთა სამსახურში დგას, ეს ძალა და მისთვის დავალების მიმცემები საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ!
Next: ევროპული გზა უნდა გავიაროთ ისე, რომ მას არ შეეწიროს ჩვენი დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა, არ მოგვიწიოს ასკინკილით ხტუნვა, ეროვნული ღირსების უარყოფა და საკუთარი თავის დამცირება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.