Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მისასალმებელია, რომ „სირცხვილიამ“, როგორც იქნა, წაიკითხა კანონი, მიხვდა, რომ საქმიანობის ხელის შეშლას კანონი არ ისახავს მიზნად და დარეგისტრირდა

მარშალ პრესი 31/08/2024
eka sepashvili

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი გამჭვირვალობის კანონის რეესტრში არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციას ეხმიანება.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ აქტიურად მოქმედი NG0-ების დაახლოებით მეოთხედია უკვე რეგისტრირებული.

პარლამენტის წევრი „სირცხვილიას“ რეესტრში რეგისტრაციის ფაქტსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, მისასალმებელია, რომ ორგანიზაციამ კანონი წაიკითხა და მიხვდა, რომ საქმიანობის ხელის შეშლას კანონი არ ითვალისწინებს.

„მისასალმებელია, რომ ორგანიზაციები დარეგისტრირდნენ. აქტიურად მოქმედი ორგანიზაციების დაახლოებით მეოთხედი უკვე დარეგისტრირებულია და ალბათ, ორშაბათს, კიდევ უფრო მეტი დარეგისტრირდება. ასევე მისასალმებელია, რომ „სირცხვილიამ“, როგორც იქნა, წაიკითხა კანონი, მიხვდა, რომ საქმიანობის ხელის შეშლას კანონი არ ისახავს მიზნად და დარეგისტრირდა. იმედი მაქვს, რომ სხვა ორგანიზაციებიც დარეგისტრირდებიან და არ განაგრძობენ საქართველოს წინააღმდეგ აბსურდული ქმედებების განხორციელებას,“-აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: 2019 წლის შემდეგ, ეტაპობრივად, 80%-ით გაიზარდა მეშახტეების ხელფასი, გადაიარაღდა შახტები, გაუმჯობესდა შრომის უსაფრთხოება და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პროცესი ასე გაგრძელდეს
Next: რადიკალური ოპოზიციის ექსპერტი საკონსტიტუციო სასამართლოში ტყუილში გამოიჭირეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.