Skip to content
27/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი აღმოსავლეთ კარიბის ქვეყნების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

მარშალ პრესი 30/08/2024
466e39d7-3de8-4bf0-8d0a-ce4d54d192a5

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აღმოსავლეთ კარიბის ქვეყნების ორგანიზაციის (OECS) წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.

შეხვედრისას ირაკლი კობახიძემ საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მათი ქვეყნების მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ყურადღება დაეთმო კარიბის ზღვის რეგიონთან და ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებთან სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას.
განიხილეს ეკონომიკური და სავაჭრო მიმართულებით თანამშრომლობის ხელშეწყობის შესაძლებლობები, აღინიშნა ტურიზმისა და განათლების სფეროში პარტნიორობის განვითარების კუთხით არსებული პოტენციალი.

პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა ქართული მხარის მზადყოფნა, რათა ქვეყანამ OECS-ის წევრ სახელმწიფოებს სხვადასხვა სფეროში წარმატებული გამოცდილება გაუზიაროს.

Post navigation

Previous: როგორც გაზაფხულზე „იზეიმეთ“ გამარჯვება, ისე „იზეიმებთ“ შემოდგომაზეც
Next: ჟურნალისტური საქმიანობის მხარდაჭერისთვის მიღებული თანხების შემომწირველთა ვინაობა და შენატანების მოცულობა კონფიდენციალურია და ეს ადამიანები თანხას იმ პირობით გვწირავდნენ, რომ მათი ვინაობა არ გამჟღავნდებოდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.