Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გამჭვირვალობის რეესტრში არასამთავრობოების მხოლოდ 1 პროცენტი დარეგისტრირდაო – “ნაცების” ახალი მესიჯი, ასეთი ლოგიკით, გამჭვირვალობის კანონს არასამთავრობოების მხოლოდ 1,5 პროცენტი აპროტესტებდა და 0,4 პროცენტი ასაჩივრებს

მარშალ პრესი 30/08/2024
levan machavariani3

გამჭვირვალობის რეესტრში არასამთავრობოების მხოლოდ 1% დარეგისტრირდაო – ნაცების ახალი მესიჯი. ასეთი ლოგიკით, გამჭვირვალობის კანონს არასამთავრობოების მხოლოდ 1,5% აპროტესტებდა. გასაჩივრებით მხოლოდ 0,4% ასაჩივრებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, სინამდვილეში, 30 ათასი არასამთავრობო ორგანიზაცია, მხოლოდ ფურცელზე არსებობს, ხოლო, რამდენიმე ასეული მოქმედი ორგანიზაციიდან კი, რეესტრში სამასამდე მათგანმა შეიტანა განაცხადი.

“გამჭვირვალობის რეესტრში არასამთავრობოების მხოლოდ 1% დარეგისტრირდაო – ნაცების ახალი მესიჯი.

ასეთი ლოგიკით, გამჭვირვალობის კანონს არასამთავრობოების მხოლოდ 1,5% აპროტესტებდა. გასაჩივრებით მხოლოდ 0,4% ასაჩივრებს.
მოკლედ , მაგარი კატა გამოჩხრიკეს…

სინამდვილეში 30 ათასი არასამთავრობო მხოლოდ ფურცელზე არსებობს, რამდენიმე ასეული მოქმედი არასამთავრობოდან კი სამასამდე ორგანიზაციამ უკვე შეიტანა განაცხადი.

კიდევ უფრო კონკრეტულად – საუბარია მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციაზე, რომელსაც დაფინანსების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან აქვს.

ანუ, თუ სწორად იტყვიან და არ მოიტყუებიან, აღმოჩნდება, რომ ნახევარზე გაცილებით მეტს უკვე შეტანილი აქვს განაცხადი. კიდევ უფრო ზუსტი მონაცემები კანონის ბოლომდე აღსრულების შემდეგ გახდება ცნობილი.” – წერს ლევან მაჭავარიანი.

Post navigation

Previous: საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის დასავლეთის ბატალიონის სპეციალური დანიშნულების საზღვაო ჯგუფმა, რუმინეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების საზღვაო ჯგუფთან ერთად, შავ ზღვაში სამხედრო სწავლება ჩაატარა
Next: ალბათ, აქამდე ჩატარებულ არც ერთ არჩევნებს არ ახასიათებდა ასეთი დონის დეზინფორმაცია ოპოზიციური სპექტრის მხრიდან, ამ ფონზე კი, საფრანგეთში მსგავსი რამ 45 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმით ისჯება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.