Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

წეროვანში სასწრაფო დახმარების ახალი შენობა გაიხსნა

მარშალ პრესი 30/08/2024
Capture

მიხეილ სარჯველაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში სასწრაფო დახმარების რაიონული სამსახურის ახალი შენობა გახსნა. 

ახალგორი-ქურთას 3 ბრიგადიანი ფილიალის 40 თანამშრომელი მუშაობას ახალ სამუშაო პირობებში გააგრძელებს. 

წეროვანის რაიონული სამსახურის ახალი შენობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული, რომელიც განახლებული ტექნიკითა და ინვენტარითაა აღჭურვილი. ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი. აღსანიშნავია ისიც, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლის პერიოდი გამოძახებიდან, დანიშნულების ადგილამდე კიდევ უფრო შემცირდება. 

მინისტრი სასწრაფო დახმარების ახალ შენობაში ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან დავით ტორუასთან, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრთან დიმიტრი ხუნდაძესთან, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან დიმიტრი ზურაბიშვილთან და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ნოზაძესთან ერთად იმყოფებოდა. 

პროექტი ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებასა და ღირსეული სამუშაო პირობების შექმნას ისახავს მიზნად.

Continue Reading

Previous: პრემიერ-მინისტრი Amidi Group-ის დამფუძნებელს შეხვდა
Next: ნაცებს აჟიოტაჟი აქვთ ატეხილი, 30 000 ენჯეოდან მხოლოდ 233 ითხოვს დარეგისტრირებას, რაც ძალიან ცოტააო- კანონის საწინააღმდეგო სარჩელს 233 ზე ნაკლებმა ენჯეომ მოაწერა ხელი და რა გამოდის, თქვენ უფრო სამარცხვინოები ხართ?

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025