Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეკა გიგაური, რევოლუციური სცენარის აგრესიული კამპანიის პროცესში ღიად ჩაერთო

მარშალ პრესი 30/08/2024
tamta megrelishvili

ეკა გიგაური, რევოლუციური სცენარის აგრესიული კამპანიის პროცესში ღიად ჩაერთო, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, გიგაურმა ახალგაზრდები გააფრთხილა, რომ საპარლამენტო არჩევნებს „ქართული ოცნება“ მოიგებს და ოპოზიციურ პარტიებს გამარჯვების შანსი არ აქვთ, შესაბამისად, საჭიროა მზაობა, რათა არჩევნების მიმდინარეობისას, ასევე დასრულების შემდეგ საპროტესტო აქციების გამართონ.

“ეკა გიგაური, რევოლუციური სცენარის აგრესიული კამპანიის პროცესში ღიად ჩაერთო. ყვარელში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ყვარლის ევროკლუბის“ ოფისში 14 აგვისტოს გამართული შეხვედრისას ახალგაზრდებს მან განუცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებს მოიგებს „ქართული ოცნება“ და ოპოზიციურ პარტიებს გამარჯვების შანსი არ აქვთ და შესაბამისად საჭიროა მზაობა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მოახდინონ ახალგაზრდების ორგანიზება, რათა არჩევნების მიმდინარეობისას, ასევე დასრულების შემდეგ საპროტესტო აქციების გამართონ.

გიგაურის განცხადებით, დაფინანსება იქნება და ისინი დაფინანსებებს მიიღებენ უცხო ქვეყნიდან. ეს არის მძიმე სცენარი რაზეც არაერთხელ დამიწერია და მისაუბრია. არასამთავრობო სექტორი საგანგებოდ რევოლუციისთვის გადამზადებული ახალგაზრდებით ემზადება არჩევნების მეორე დღისთვის, გამოსვლებისთვის, არეულობისთვის და 2012 წლიდან დღემდე მათთვის ნანატრი რევოლუციისთვის.” – წერს თამთა მეგრელიშვილი.

Post navigation

Previous: არასამთავრობო სექტორს რომ აქვს სახელი გატეხილი საქართველოში, მგონი არასად, არც ერთ ქვეყანაში, “ლიდერი“ არასამთავრობოები პირდაპირ ერევიან პოლიტიკურ პროცესებში
Next: ამ წუთის მონაცემებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის 233 ორგანიზაციას აქვს მომართული რეგისტრაციისთვის – იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.