ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მასტერკლასი, სახელწოდებით “მეტყველების კულტურა” ჩატარდა, რომლის მიზანია შემოქმედებითი ნიჭის მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერა.
მასტერკლასი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, მონაწილეებიდან შერჩეული ახალგაზრდები მონაწილეობას ლიტერატურულ კონკურსში “პეგასი” მიიღებენ.
,,მეტყლევების კულტურის” მასტერკლასს, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი, მეტყველების კულტურის სპეციალისტი და საპატიო ბათუმელი თამილა მეიშვილი უძღვებოდა.
პროექტი ხელვაჩაურის მერიის განათლების და კულტურის სამსახურის ინიციატივითა და რესურსცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.
