Skip to content
27/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

აშშ-ის სახდეპმა მთელ ცივილიზებულ კაცობრიობას აღფრთოვანებულმა ამცნო, რომ თავად აშშ-ს დღევანდელ ადმინისტრაციას დემოკრატიულ პროცესებში გაუტოლდებიან და გადაუსწრებენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა მონღოლეთი და ბანგლადეში

მარშალ პრესი 30/08/2024
edisher gvenetadze

„აშშ სახდეპმა მთელ ცივილიზებულ კაცობრიობას აღფრთოვანებულმა ამცნო, რომ დემოკრატიაში საქართველოს გაუსწრეს. ძალიან დაწინაურებულნი გახდნენ, ცოტა უკლიათ თორემ თავად აშშ-ს დღევანდელ ადმინისტრაციას დემოკრატიულ პროცესებში გაუტოლდებიან და გადაუსწრებენ, დასაბამიდანვე დემოკრატიაზე ისეთი ჭიპმოჭრილი, თავგადაკლული ქვეყნები, როგორებიცაა: მონღოლეთი და ბანგლადეში“- წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე.

ექსპერტის თქმით, დროა მაგალითად გავიხადოთ და გადმოვიტანოთ საქართველოში მონღოლური და ბანგლადეშური ტრადიციები და დემოკრატიიის წინსვლა.

„ამ ბოლო ხანებში აშშ სახდეპმა მთელ ცივილიზებულ კაცობრიობას აღფრთოვანებულმა ამცნო, რომ დემოკრატიაში საქართველოს გაუსწრეს. ძალიან დაწინაურებულნი გახდნენ, ცოტა უკლიათ თორემ თავად აშშ-ს დღევანდელ ადმინისტრაციას დემოკრატიულ პროცესებში გაუტოლდებიან და გადაუსწრებენ, დასაბამიდანვე დემოკრატიაზე ისეთი ჭიპმოჭრილი, თავგადაკლული ქვეყნები, როგორებიცაა: მონღოლეთი და ბანგლადეში.

განსაკუთრებით კი ეს უკანასკნელი ერთი თვის წინანდელი სისხლისმღვრელი გადატრიალების შემდეგ. ჰოდა ამცნეთ ეს ამბავი ნათესავებს, მეგობრებს, ახლობლებს. დროა მაგალითად გავიხადოთ და გადმოვიტანოთ საქართველოში მონღოლური და ბანგლადეშური ტრადიციები და დემოკრატიის წინსვლა. თუნდაც ღვინის მაგივრად მონღოლური კუმისის ვახტანგურად სმის სფეროში. სასწრაფოდ მივავლინოთ გრიგორიადისები ტრენინგებზე ბანგლადეშში, რათა კარგად შეისწავლონ მოლოტოვის კოქტეილების სამთავრობო, კულტურულ, საკულტო დაწესებულებზე დემოკრატიულად სროლა და პოლიციელების ცოცხლად დაწვა“-წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და “სამართლიანი არჩევნები” (ISFED) არ არიან სამოქალაქო სექტორის სუბიექტები, ისინი წარმოადგენენ რადიკალური ოპოზიციის ერთგულ, ანგარებიან დანაყოფებს
Next: დინამიური ეკონომიკური ზრდა, მეტი სამუშაო ადგილი, უმუშევრობის დონის შემცირება, დაბალი ინფლაცია ის მიღწევებია, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის მდგრად განვითარებას, ინსტიტუციურ სიმყარეს და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.