Skip to content
27/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

განსაკუთრებით მეუფე ნიკოლოზის გასაგებად მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ყველა წინასაარჩევნო დაპირება არის სიმართლესა და ქვეყნის გამოწვევებზე დაფუძნებული, რასაც აუცილებლად შევასრულებთ

მარშალ პრესი 30/08/2024
guram macharashvili

დიახ, ამომრჩეველს ვესაუბრებით და ვაძლევთ პირობას, რომ დავიცავთ და გავაძლიერებთ ჩვენს რწმენას. ამაში გასაკვირი არაფერია. უცნაურია, რა სიახლე და ნეგატივი აღმოაჩინა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ამ ამბავში?! ჩვენ ვაპირებთ დავიცვათ ეკლესია იმ რადიკალური ძალებისგან, ვინც გუშინ აიტაცა მეუფე ნიკოლოზის ირონიული სიტყვა და ვინც წლების განმავლობაში ანგრევდა და თავს ესხმოდა ქართულ ეკლესიას, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებას, რომელმაც „ქართული ოცნების“ ინიციატივას კონსტიტუციაში ეკლესიის როლის გაძლიერებისა და მისი დაცვის შესახებ, ამომრჩევლის გულის მოსაგებად გადადგმული ნაბიჯი უწოდა.

როგორც მაჭარაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ეკლესიის გაძლიერება მხოლოდ იმ ძალებს არ აწყობთ, რომელიც ებრძვის ჩვენს რწმენას და ყველაფერს ქართულს.
ის ადასტურებს, რომ ეკლესიის როლის გაძლიერებასთან ერთად, წინასაარჩევნო დაპირებაა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის გასამართლება, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა და საქართველოს გამთლიანებისთვის მომზადება და მეუფე ნიკოლოზს მიმართავს, რომ არაფერია ცუდი და საქილიკო იმაში, თუ მმართველი პოლიტიკური ძალა ამომრჩეველს არჩევნების წინ კონკრეტული საკითხების გადაჭრას სთავაზობს.

„ჩვენ ვაპირებთ დავიცვათ ეკლესია იმ რადიკალური ძალებისგან, ვინც გუშინ აიტაცა მეუფე ნიკოლოზის ირონიული სიტყვა და ვინც წლების განმავლობაში ანგრევდა და თავს ესხმოდა ქართულ ეკლესიას, ამისათვის კი პატრიოტ, ქვეყნის მოყვარულ ქართველებს ვთხოვთ მხარდაჭერას. საქართველოსადმი მტრულად განწყობილმა ძალებმა კარგად იციან, რომ ეკლესიას აქვს უდიდესი როლი და გავლენა საზოგადოებაზე, რაც მათ ძალიან აღიზიანებთ და გამუდმებით ცდილობენ დედა ეკლესიის დისკრედიტაციას.

ჩვენი მიზანი კი კონსტიტუციაში სწორედ ამ ეკლესიის როლისა და გავლენის შესაბამისობაში მოყვანაა. მარტივი ჭეშმარიტებაა – ეკლესიის გაძლიერება მხოლოდ იმ ძალებს არ აწყობთ, რომელიც ებრძვის ჩვენს რწმენას და ყველაფერს ქართულს! დიახ, ასევე წინასაარჩევნო დაპირებაა “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის გასამართლება და მათი პოლიტიკიდან ჩამოშორება.
დიახ, ასევე წინასაარჩევნო დაპირებაა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა. ჩვენ პირობას ვაძლევთ ჩვენს ამომრჩეველს, რომ ყველა გზით და ხერხით დავიცავთ მომავალ თაობას გარყვნილების აგრესიული პროპაგანდისგან.

დიახ, ჩვენი გუნდის დაპირებაა მზადება ქვეყნის გასაერთიანებლად. ჩვენ ვუხსნით ჩვენს ამომრჩეველს, რომ ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ ისეთი საკონსტიტუციო მოდელის მისაღებად, რომელიც საჭირო მომენტის შემთხვევაში, სრულად მოერგება ქვეყნის გამთლიანებისათვის აუცილებელ პირობებს.

განსაკუთრებით მეუფე ნიკოლოზის გასაგებად მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ყველა წინასაარჩევნო დაპირება არის სიმართლესა და ქვეყნის გამოწვევებზე დაფუძნებული, რასაც აუცილებლად შევასრულებთ. არაფერია ცუდი და საქილიკო იმაში, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა ამომრჩეველს არჩევნების წინ კონკრეტული საკითხების გადაჭრას სთავაზობს.” – წერს მაჭარაშვილი სოციალურ ქსელ Facebook –ზე.

Post navigation

Previous: კოლექტიურმა “ნაცებმა” და მათმა საგარეო სპონსორებმა პირველი მარცხი იწვნიეს საკონსტიტუციო სასამართლოში – გამჭვირვალობის შესახებ კანონთან მიმართებაში მე-11, თანასწორობის მუხლზე საჩივარი თავად გაიწვიეს
Next: მომჩივანთა მხრიდან არავითარი სამართლებრივი არგუმენტი არ გაჟღერებულა იმის დასამტკიცებლად, რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, სხდომა „ისტორიულად“ ვერა, მაგრამ „ისტერიულ“ პროცესად შეიძლება შეფასდეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.