Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კოლექტიურმა “ნაცებმა” და მათმა საგარეო სპონსორებმა პირველი მარცხი იწვნიეს საკონსტიტუციო სასამართლოში

მარშალ პრესი 30/08/2024
gia abashidze

ტოქსიკურმა კოლექტიურმა “ნაცებმა” და მათმა საგარეო სპონსორებმა პირველი მარცხი იწვნიეს საკონსტიტუციო სასამართლოში – გამჭვირვალობის შესახებ კანონთან მიმართებაში მე-11, თანასწორობის მუხლზე საჩივარი თავად გაიწვიეს, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ეს ქმედება კანონზომიერი და ლოგიკურია, ხოლო რადიკალებისთვის კი ტრაგიკომიკურია. აბაშიძის თქმითვე, “ნაცმოძრაობასთან” უნისონში, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით დავობს სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც თავად დაარღვია ქვეყნის უმაღლესი კანონი.

“ტოქსიკურმა კოლექტიურმა “ნაცებმა” და მათმა საგარეო სპონსორებმა პირველი მარცხი იწვნიეს საკონსტიტუციო სასამართლოში – გამჭვირვალობის შესახებ კანონთან მიმართებაში მე-11, თანასწორობის მუხლზე საჩივარი თავად გაიწვიეს.
ეს კანონზომიერი და ლოგიკურია, ხოლო რადიკალებისთვის ტრაგიკომიკურია, რადგან კონსტიტუციის დარღვევაში “ნაცმოძრაობასთან” უნისონში, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაში ედავება უმაღლესი კანონის დამრღვევი “პრეზიდენტი” ზურაბიშვილი. თანაც თანასწორობის უფლებაზე რაღაც პრეტენზიები აქვთ “ნაცრეჟიმის” ადეპტებს, როცა კრიმინალი სააკაშვილის კლანის მმართველობისას ყველა უფლება ფეხქვეშ იყო გათელილი.
ამასთან, კრებსით “ნაცებს” ადვოკატებად ჰყავთ ისეთი პერსონაჟები, რომლებიც იაფფასიანი ეპატაჟის გარდა, სხვა არაფრით გამოირჩევიან და მრავალი ანეკდოტის სუბიექტებად იქცნენ.” – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: გამოჩნდა ერთი კერენსკის დროინდელი, ვინმე თეონა აქუბარდია, რომელმაც ზავი დადო და პოლიტიკური მეკავშირეობა გამოუცხადა თავის ლანძღვის ობიექტს
Next: საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსი არ მოსწონთ მათ, ვინც თავის დროზე ასეთ კონკურსებს არა თუ პირდაპირ ეთერში ასაჯაროებდნენ, არამედ მხოლოდ თავისიანები გაჰყავდათ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.