Skip to content
14/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

“ალბათ, ადამიანის ცხოვრებაში იშვიათად ხდება, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენის მონაწილე ხდები – 300 წლის შემდეგ საქართველო და ქართველები წმინდა მიწაზე დავბრუნდით – ნინო გიორგობიანი

მარშალ პრესი 31/05/2022
ნინო გიორგობიანი

საქართველოს მთავრობის სტრატკომის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტს იორდანიასა და ისრაელში სოციალურ ქსელში ეხმაურება;

“ალბათ, ადამიანის ცხოვრებაში იშვიათად ხდება, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენის მონაწილე ხდები…
300 წლის შემდეგ საქართველო და ქართველები წმინდა მიწაზე დავბრუნდით – მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, მდინარე იორდანესთან, საქართველოს მიწის ნაკვეთი გადმოეცა ❤
გადმოცემის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი იორდანიის პრინც ღაზისთან ერთად დაესწრო.
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო ქართული დელეგაციის უმაღლეს სამღვდელო პირებთან შეხვედრა.
იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილოს III-მ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მაცხოვრის საფლავის რაინდის უმაღლესი ჯილდოთი, ქრისტეს ყოვლადწმინდა საფლავის რაინდის ორდენითა და მაცხოვრის ძელიცხოვლის გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა, რაც უმნიშვნელოვანესია.
ეს არის გამონაკლისის სახით გაცემული ჯილდო, რომელიც იერუსალიმის საპატრიარქოს მიერ ძალიან იშვიათ შემთხვევებში გაიცემა…
ნამდვილად საამაყო და მისასალმებელია, რომ ის სწორედ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ხვდა წილად ❤️“ – წერს ნინო გიორგობიანი ფეისბუქზე

Continue Reading

Previous: პროკურატურამ თბილისში ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა
Next: ოზურგეთი-ბათუმის მიმართულებით მატარებელი დაინიშნა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025