კახა კუჭავა – მგონი, ამაზე კითხვის ნიშანი არ დგას, ვინ იყო პასუხისმგებელი იმაზე, რა ღონისძიებებიც ჩატარდა 20 ივნისს

231
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მგონი, ამაზე კითხვის ნიშანი არ დგას, ვინ იყო პასუხისმგებელი იმაზე, რა ღონისძიებებიც ჩატარდა 20 ივნისს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარია თავადაც ამბობს, რომ 20 ივნისს ჩატარებულ ღონისძიებებზე პასუხისმგებლობას ის იღებს.

„გიორგი გახარია მაშინ შსს მინისტრი, შემდეგ კი პრემიერი იყო და დღესაც იმეორებს, რომ ის იღებს პასუხისმგებლობას ამაზე, რადგან ის იყო ხელმძღვანელი. მგონი, ამაზე კითხვის ნიშანი არ დგას, ვინ იყო ამ შემთხვევაში პასუხისმგებელი იმაზე, რა ღონისძიებებიც ჩატარდა სამართალდამცავების მიმართ. ამიტომ სხვების მხრიდან კითხვის ნიშნების დაყენება არავის არ უნდა გაუკვირდეს“, – განაცხადა კუჭავამ.

გიორგი გახარიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ კი კუჭავამ განაცხადა, რომ ამ საკითხში პარლამენტი არ ერევა.

„არც გამომძიებელი ვარ და არც გამოძიების მასალებს ვიცნობ, თუ რამე ასეთი იკრიბებოდა. შეუძლებელია მე გითხრათ, რატომ არის ან არ არის. ეს უნდა ჰკითხოთ შესაბამის ორგანოებს. საქმის დაწყების თემაზე პარლამენტი სწორი ადრესატი არ არის. არსებობს შესაბამისი უწყებები და მათ უნდა ჰკითხოთ: შეგროვდა იმ მასალების, დოკუმენტაციის, მოწმეების,საკმარისი რაოდენობა, რომლის შედეგადაც გამოძიება უნდა დაწყებულიყო თუ არა. გამოძიების საკითხებში ჩვენ არ ვერევით“, – განაცხადა კუჭავამ.

კომენტარები
IMG.GE
მოწონება