Skip to content
19/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ცესკოს უტევენ ის ექსტრემისტი პოლიტიკური აქტორები, რომელთა რენომე ნულოვანია, საქართველო ამ არჩევნებსაც მშვიდობით, დემოკრატიულად და ღირსეულად ჩაატარებს აგენტოკრატიის ვასალების ტოქსიკური კამპანიის მიუხედავად

მარშალ პრესი 29/08/2024
gia abashidze

26 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა, შესაბამისად, ხელმოცარულ რადიკალთა პროპაგანდა იწყებს დრეიფს იმ ჭაობში, საიდანაც ვერასდროს გამოვა. არც აქვთ ამის სურვილი და უნარ-ჩვევები, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ცესკოს, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზეც დადებითად არის აღიარებული, ისეთი ექსტრემისტი პოლიტიკური აქტორები უტევენ, რომელთაც რეპუტაცია არ გააჩნიათ, თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველო ამ არჩევნებს დემოკრატიულად ჩაატარებს.

“26 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა, შესაბამისად, ხელმოცარულ რადიკალთა პროპაგანდა იწყებს დრეიფს იმ ჭაობში, საიდანაც ვერასდროს გამოვა. არც აქვთ ამის სურვილი და უნარ-ჩვევები.

საერთაშორისო ასპარეზზეც მრავალგზის დადებითად აღიარებულ, საქმის ფილიგრანულად შემსრულებელ ცესკოს უტევენ და შეუტევენ ის ექსტრემისტი პოლიტიკური აქტორები, რომელთა რენომე ნულოვანია.

საარჩევნო ადმინისტრაციის ე.წ. “გაშავების” ჩამოკონკილი “ნაცმესიჯბოქსი” უცვლელია – ვითომ არადემოკრატიულია, ვითომ კორუმპირებულია, ვითომ ნეპოტისტურია, ვითომ ძალადობრივია, ვითომ გაუმჭვირვალე რეკრუტირების პროცესია საარჩევნო კომისიებში და ა.შ.

გამხმოვანებლები იგივენი – დრომოჭმული ე.წ. პოლიტიკოსები და ე.წ. “ენჯეოშნიკები” ნაცსექტიდან, რომლებიც სხვადასხვა ამპლუას თუ “პარტიუგას” ირგებენ, მაგრამ უაღრესად სასაცილოდ გამოიყურებიან, რადგან უსამშობლოთა “ნაცობა” ვერსად იმალება.

საქართველო ამ არჩევნებსაც მშვიდობით, დემოკრატიულად, თავისუფლად და ღირსეულად ჩაატარებს აგენტოკრატიისა და მისი ანტიქართული ვასალების ტოქსიკური კამპანიის მიუხედავად.” – წერს გია აბაშიძე.

Post navigation

Previous: როგორ ხდებოდა ზაფხულის განმავლობაში უცხოური ძალის მიერ წინასაარჩევნო პროცესებში ჩარევა და რამდენად არის შენარჩუნებული წინასაარჩევნო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პოლიტიკური ნეიტრალიტეტი
Next: უცხო ძალის მიერ წინასაარჩევნო პროცესებში უხეში ჩარევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა, NDI-ის მიერ დაფინანსდა და დაორგანიზდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრები რეგიონებში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.