კელი დეგნანი – კვლავ გვაქვს იმედი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 19 აპრილის შეთანხმებას ხელს მოაწერს

159
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ძალიან კარგია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შევიდა პარლამენტში, მათი ნაბიჯი მიანიშნებდა იმაზე, რომ ქვეყნის ინტერესები წინა ადგილზე დააყენეს, კვლავ გვაქვს იმედი, რომ 19 აპრილის შეთანხმებას ხელს მოაწერს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, განხორციელდეს ყველა ის რეფორმა, რაც განსაზღვრულია 19 აპრილის შეთანხმებაში და რაც მისი თქმით, საქართველოს დემოკრატიას გააძლიერებს.

„კვლავ გვაქვს იმედი, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ შეთანხმებას ხელს მოაწერს. ძალიან კარგია, რომ შევიდნენ პარლამენტში და არიან იმ სამუშაო პროცესის ნაწილი. ეს იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი ოპოზიციის მხრიდან და მიანიშნებდა იმაზე, რომ მათ ქვეყნის ინტერესები წინა ადგილზე დააყენეს. შემდეგ კვირაში არის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი, როდესაც უნდა განხორციელდეს და მოხდეს ინიცირება კონსტიტუციური ცვლილებების, რადგან ეს არის განსაზღვრული 19 აპრილის შეთანხმებაში. ის შეეხება საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმას. თუ ვთქვათ ეს სამუშაო პროცესი არ დაიწყება, ინიცირების, კიდევ ერთხელ მიანიშნებს პოლიტიკური ნების არ არსებობაზე, რომ შესრულდეს ის შეთანხმება, რაც მიაღწიეს ერთობლივი მუშაობით პოლიტიკურმა ლიდერებმა. მათთვის თავზე არავის მოუხვევია ეს. საკუთარი მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს ამ შეთანხმებას. მნიშვნელოვანია, რომ განხორციელდეს ყველა ის რეფორმა, რაც განსაზღვრულია ამ შეთანხმებაში, რაც საქართველოს დემოკრატიას გააძლიერებს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მიიღებს „ამნისტიის შესახებ“ კანონს, „ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს, შეუერთდეს შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას.

კომენტარები
IMG.GE
მოწონება