Skip to content
25/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დემოკრატიის უკუსვლა თურმე სწორედ ამერიკაში ყოფილა. ილონ მასკი, მარკ ცუკერბერგი.. ვინ იქნება შემდეგი, ვინც ბაიდენის ადმინისტრაციას ზეწოლაში, კორუფციაში და სხვა მანკიერებებში ამხელს?

მარშალ პრესი 28/08/2024
tamar chiburdanidze

„როდესაც მსოფლიო მასშტაბის გავლენიანი პიროვნებები ხმამაღლა საუბრობენ ამერიკის დღევანდელი პოლიტიკის და ხელისუფლების ნაკლოვანებებზე, ისღა დარჩენია სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ მეტი ყურადღებით მოეკიდოს საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და საქართველოს სიტუაცია რეალურად შეაფასონ,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და გამოთქვამს იმედს, რომ ფეისბუქი საქართველოში, წინასაარჩევნოდ არ იქცევა „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდის პლატფორმად.

„ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი იმედია ეცნობა მათივე გავლენიანი მოქალაქეების საჯარო განცხადებებს. რაშიც მათ ჩვენ დაგვდეს ბრალი, თავადვე ყოფილან დამნაშავეები. დემოკრატიის უკუსვლა თურმე სწორედ ამერიკაში ყოფილა. ილონ მასკი, მარკ ცუკერბერგი.. ვინ იქნება შემდეგი, ვინც ბაიდენის ადმინისტრაციას ზეწოლაში, კორუფციაში და სხვა მანკიერებებში ამხელს?

როდესაც მსოფლიო მასშტაბის გავლენიანი პიროვნებები ხმამაღლა საუბრობენ ამერიკის დღევანდელი პოლიტიკის და ხელისუფლების ნაკლოვანებებზე, ისღა დარჩენია სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ მეტი ყურადღებით მოეკიდოს საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და საქართველოს სიტუაცია რეალურად შეაფასონ.

რაც შეეხება მარკ ცუკერბერგის განცხადებას, იმედია, ფეისბუქი ჩვენზეც შეეშვება ზეწოლას და წინასაარჩევნოდ არ იქცევა კონკრეტულად საქართველოში, ნაცების პროპაგანდის პლატფორმად. საზოგადოების უმრავლესობას შეზღუდული აქვს თავისუფალი კომენტარები სოციალურ ქსელში, მაშინ, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლებს და მათ მხარდამჭერებს სრული ანშლაგი აქვთ დეზინფორმაციაზე, შეურაცხყოფებზე და სიძულვილის ენაზე,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: წლების განმავლობაში ჩვენ გულგრილი დამოკიდებულების მომსწრე ვიყავით, როცა მსჯავრდებული სააკაშვილი ევროკავშირის ტერიტორიაზე უპრობლემოდ გადაადგილდებოდა – იგივე ეხება ზურაბ ადეიშვილს და დავით კეზერაშვილს
Next: რადიკალებს არ სურდათ ქართულ საზოგადოებას სცოდნოდა, რომ ისინი გარე დაფინანსებით ცდილობენ ქართული პოლიტიკის ფორმირებას, ამიტომ ებრძოდნენ და ებრძვიან გამჭვირვალობის კანონს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.