Skip to content
27/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

აკადემიკოსი როინ მეტრეველი საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო CORE აკადემიის წევრად აირჩიეს

მარშალ პრესი 27/08/2024
roin metreveli

კაცობრიობის საკეთილდღეოდ ცოდნის, კვლევისა და მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, აკადემიკოსი როინ მეტრეველი საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემიის – CORE აკადემიის წევრი გახდა.

აღიარება საქართველოსა და კავკასიის, შუა საუკუნეების ისტორიის, წყაროთმცოდნეობის, ისტორიოგრაფის, სოციალური პროცესებისა და დიპლომატიის ისტორიაში აკადემიკოსის კვლევით ნაშრომებს ეფუძნება. ამის შესახებ ინფორმაციას მეცნიერებათა აკადემია ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი როინ მეტრეველი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით აკადემიური წევრობის კიდევ ერთი მაღალი სტატუსით დაჯილდოვდა, შეყვანილია CORE აკადემიის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა განყოფილებაში. აკადემიის ვებსაიტზე შექმნილია მისი სახელობის გვერდი, რომელშიც წარმოდგენილია აკადემიკოსის მოღვაწეობა და მისი სამეცნიერო მიღწევები.

„CORE აკადემია წარმოადგენს კაცობრიობის საკეთილდღეოდ შექმნილი გლობალური აკადემიური თანამშრომლობისა და ცოდნის გავრცელების პლატფორმას, რომელიც ჰონგ-კონგის მთავრობის მიერ არის დაფუძნებული. სამეცნიერო ორგანიზაციის მიზანია, ხელი შეუწყოს საერთაშორისო, მოწინავე და ინტერდისციპლინურ კვლევებს ცოდნის ყველა სფეროში. სამეცნიერო ორგანიზაცია მოწოდებულია, აღიაროს გამოჩენილი სამეცნიერო მიღწევები მსოფლიო მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ წევრობის კანდიდატის ნომინირების უფლება გააჩნიათ მხოლოდ აკადემიის წევრებს, ასევე, ნომინირებული კანდიდატის სამეცნიერო შედეგების ფარულ რეცენზირებას CORE აკადემიის სხვა ორი წევრის მიერ ხორციელდება, რომლის წარმატებით გავლის შემდეგ ხდება ახალი წევრის არჩევა,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზალკალიანი დაინიშნა
Next: 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.