მამუკა მდინარაძე – 2012 წლამდე ერთი და იგივე პირთა წრე ჩანაწერებს ფიზიკური პირების დაშანტაჟებისთვის იყენებდა, დღეს ცდილობენ გამოიყენონ პოლიტიკური სუბიექტების, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ დაშანტაჟებისთვის

149
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

„ძალიან ცუდია, რომ ერთი და იგივე პირთა წრე 2012 წლამდე ამ ჩანაწერებს ჯერ აკეთებდა, შემდეგ იყენებდა ამ მონტაჟს და სიყალბეს ფიზიკური პირების დაშანტაჟებისთვის , დღეს მიზნის ობიექტი შეიცვალა და ცდილობენ გამოიყენონ პოლიტიკური სუბიექტების, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების დაშანტაჟებისთვის“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ არის მონტაჟი და სიყალბე. „ძალიან ცუდია, რომ ერთი და იგივე ჯგუფი, პირთა წრე, თავის დროზე, ანუ 2012 წლამდე ამ ჩანაწერებს ჯერ აკეთებდა, შემდეგ იყენებდა ამ მონტაჟს და სიყალბეს ფიზიკური პირების დაშანტაჟებისთვის, დღეს მიზნის ობიექტი შეიცვალა და ცდილობენ გამოიყენონ პოლიტიკური სუბიექტების, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ დაშანტაჟებისთვის. საბოლოო ჯამში ექსპერტიზამ ის დაადგინა, რომ არის მონტაჟი და სიყალბე. საუბრები საიდანაც ეს სხვადასხვა ფრაზებია ამოღებული, რა თქმა უნდა იქნებოდა, ამის გარეშე მონტაჟს ვერ გააკეთებდნენ“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები
IMG.GE
მოწონება