Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოში ბოლო წლებში მომხდარი არაერთი საბოტაჟის მცდელობის უკან, უცხოური ბინძური ფული იდგა, საინტერესოა, მოხვდება თუ არა ეს ბუნდოვანი დაფინანსებები საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში

მარშალ პრესი 27/08/2024
zurab kadagidze

„ყველა ბინძური პროვოკაციისა და საქართველოში ბოლო წლებში მომხდარი არაერთი საბოტაჟის მცდელობის უკან, უცხოური ბინძური ფული იდგა. სწორედ ამ “შავი” ფულის დასაცავად მიმდინარეობდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ის ინსინუაციური კამპანიები, რასაც უცხოელი აქტორების დაკვეთით, ადგილობრივი “აგენტოკრატები” ახორციელებდნენ,“ – წერს “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც კონკრეტული ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ.

ქადაგიძის თქმით, თავისუფლად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პოლიტიკური პარტიებიც იმ ბინძური ფინანსებით საზრდოობენ, რომელსაც სხვადასხვა უკანონო ქმედებებით იღებენ უცხოეთიდან.

„კიდევ ერთი მტკიცებულება თუ რა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, კანონი გამჭვირვალობის შესახებ! ყველა ბინძური პროვოკაციისა და საქართველოში ბოლო წლებში მომხდარი არაერთი საბოტაჟის მცდელობის უკან, უცხოური ბინძური ფული იდგა.

სწორედ ამ “შავი” ფულის დასაცავად მიმდინარეობდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ის ინსინუაციური კამპანიები, რასაც უცხოელი აქტორების დაკვეთით, ადგილობრივი “აგენტოკრატები” ახორციელებდნენ. ახლა, თავისუფლად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პოლიტიკური პარტიებიც ამავე ბინძური ფინანსებით საზრდოობენ, რომელსაც სხვადასხვა “შავი ხვრელებითა” და უკანონო მაქინაციებით იღებენ უცხოეთიდან. საინტერესოა, მოხვდება თუ არა ეს ბუნდოვანი დაფინანსებები, იმ საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში, რომლებიც არჩევნებს დააკვირდებიან თუ ამ შემთხვევაშიც იმოქმედებს კლასიკად ქცეული, ამერიკული გამოთქმა – “ნაძირალაა, მაგრამ ჩვენი ნაძირალაა?!” – წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: სოზარ სუბარის (იმდროინდელი სახალხო დამცველის) მიერ მხილებული სისხლიანი რეჟიმის დაკვეთების შემსრულებელი ცესკოს მაშინდელი თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი დღეს არჩევნების დამცველად გვევლინება
Next: რუსეთში უკრაინის ჯარის შეჭრის გამო შესაძლოა მესამე მსოფლიო ომში აღმოვჩნდეთ – დონალდ ტრამპი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.