Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

მარკ ცუკერბერგი ბაიდენის ადმინისტრაციას ზეწოლაში ადანაშაულებს

მარშალ პრესი 27/08/2024
mark

ფეისბუქის დამფუძნებელმა  მარკ ცუკერბერგმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ჯიმ ჯორდანს წერილი მისწერა, რომელშიც ნათქვამია, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია COVID-19 თემის გამო მასზე და მის გუნდზე ზეწოლას ახდენდა.

საქმე ეხება 2021 წლის მოვლენებს. როგორც ცუკერბერგი წერს, მას პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები დაუკავშირდნენ და COVID-19-თან დაკავშირებული კონტენტის, იუმორისა და სატირის ჟანრის ინფორმაციის ჩათვლით, ცენზურას სთხოვეს.

„მე მჯერა, რომ მთავრობის ზეწოლა იყო არასწორი, და მე ვნანობ, რომ ამაზე უფრო ადრე და გულახდილად არ ვისაუბრეთ“, – წერს ცუკერბერგი.

წერილში ცუკერბერგმა აგრეთვე აღიარა, რომ მან Meta-ს კუთვნილებაში არსებულ პლატფორმებზე არ გამოაქვეყნა ინფორმაცია ჯო ბაიდენის შვილის, ჰანთერ ბაიდენის ნოუთბუქის შესახებ, რაც მის მონაწილეობას ადასტურებდა ნარკოტრაფიქსა და პროსტიტუციასთან დაკავშირებულ დანაშაულებში.

„მე მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენ კონტენტის სტანდარტების გათვალისწინებით კომპრომისებზე არცერთ ადმინისტრაციასთან არ უნდა მივდიოდეთ ზეწოლის შიშით, და ჩვენ მზად ვართ გავცეთ პასუხი, თუ ამგვარი რამ განმეორდება“, – აღნიშნავს ის.

ცუკერბერგის თქმით, მას ნეიტრალურად დარჩენა სურს და მოახლოებულ საარჩევნო ციკლში ის მონაწილეობას არ მიიღებს.

Continue Reading

Previous: ვაი იმ კვოტას, ვიღაც წითლიძეს ან კიდევ დამჭნარ და მაინც მშვენიერ თაკოს რომ შეიყვანს პარლამენტში – თეა წულუკიანი
Next: გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძეზე წერს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025