Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სპორტი

ქუთაისის მაჟორიტარი, მოლდოვაში გამართულ ჩემპიონატში მონაწილე მკლავჭიდელებსა და პარამკლავჭიდელებს შეხვდა

მარშალ პრესი 26/08/2024
457037153_1041345831328412_4536437460117589747_n

დღეს, ქუთაისელ სპორტსმენებს შევხვდით, რომლებმაც მოლდოვაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს, – წერს ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, ზაზა ლომინაძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, სპორტსმენებს მიღწეული წარმატება მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს, ხოლო, ჩემპიონებმა და პრიზიორებმა, ფულადი ჯილდოც მიიღეს.

“დღეს, ქუთაისელ სპორტსმენებს შევხვდით, რომლებმაც მოლდოვაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს. მათ, საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატება მივულოცეთ და სიმბოლური  საჩუქრები გადავეცით. ჩემპიონებმა და პრიზიორებმა განსაზღვრული ფულადი ჯილდოც მიიღეს.” – წერს ლომინაძე.

მოლდოვაში გამართულ მკლავჭიდის მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა მკლავჭიდელებმა 47 მედალი მოიპოვეს. მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ქართველმა პარასპორტსმენებმაც – მათ 96 მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.

Post navigation

Previous: საარჩევნო კამპანიაში ჩარევის უფლება არავის აქვს და ვერავინ ჩაერევა – ვერც რუსეთი, ვერც ამერიკა და ვერც დასავლეთი
Next: ვაი იმ კვოტას, ვიღაც წითლიძეს ან კიდევ დამჭნარ და მაინც მშვენიერ თაკოს რომ შეიყვანს პარლამენტში – თეა წულუკიანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.