ბორჯომში უმრავლესობისა და მინისტრთა კაბინეტის გასვლითი სხდომა მიმდინარეობს

119
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ბორჯომში უმრავლესობისა და მინისტრთა კაბინეტის გასვლითი სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი გეგმაა. განხილული იქნება კოვიდპანდემიის გამო შექმნილი კრიზისის დაძლევის გზა. ამასთან, მისივე თქმით, დღეს საუბარი არ იქნება საარჩევნო საკითხებზე, მერობის კანდიდატსა და საკადრო გადაადგილებებზე.

„უმრავლესობისა და მთავრობის წარმომადგენლების ერთად შეხვედრა მგონია, რომ უფრო ხშირად უნდა იმართებოდეს. ამასთან, პრემიერმა ისაუბრა ფრაქციის სხდომაზე და დაგვპირდა, რომ ის წარმოადგენდა სამოქმედო გეგმას. სამუშაო ფორმატში იმიტომ არის გასვლითი სხდომა, რომ სამუშაო ფორმატში გავივლით დღეს დეტალებს. მინისტრები და პრემიერ-მინისტრი წარმოადგენენ თავიანთ ხედვებს გრძელვადიან განვითარების გეგმასთან დაკავშირებით და ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვექნება დისკუსია. ამის შემდეგ თქვენ ნახავთ უკვე პრემიერის გამოსვლას საქართველოს პარლამენტში და ამ გამოსვლის წინ გარკვეულ სამუშაო შეხვედრას ვმართავთ, სადაც ბევრ დეტალზე ვისაუბრებთ. მგონია, რომ ყველა ხელისუფლება პასუხისმგებელია, ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ამბიცია, რომ ილაპარაკოს გრძელვადიან გეგმებზე და პერსპექტივებზე. ამ საკითხებთან დაკავშირებით არის შეხვედრა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები
IMG.GE
მოწონება