IMG.GE IMG.GE

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრი, საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებულ  აივ-ინფიცირებულთა სტატისტიკას აქვეყნებს.

მიმდინარე წლის 2 ივლისის მონაცემებით საქართველოში აივ ინფიცირების 274 ახალი
შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფორმაციით, შარშან შესაბამის
პერიოდში გამოვლინდა 321 ახალი შემთხვევა.

სულ 2020 წლის 2 ივლისის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და
კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 8376 აივ ინფიცირებული პირი.

მათ შორის 6252 მამაკაცია 2124 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა.
შიდსი 4340 პაციენტს განუვითარდა. 1705 გარდაიცვალა.

30 ივნისის მონაცემებით მკურნალობას იტარებს 5220 (4630 + 590 აფხაზეთი)
პაციენტი, მათ შორის 46 (38 + 8 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 37.0 %
(3098) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 48.7 % (4080) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 12.0 % (1001)

მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.3 % (109)

დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (41)

სისხლით; 0.6 % (46) – გადაცემის გზა დაუდგენელია.
აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3029
შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი)

სამეგრელოში 1153; შემდეგ იმერეთში 1004; აჭარაში 958; აფხაზეთში (526); კახეთში (411) ქვემო ქართლში (478); შიდა ქართლში (306); გურიაში (175); სამცხე-ჯავახეთში (112) და ა.შ.

სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 70 – ვაჟი, 46 – გოგონა. 27 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან.
განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით: ვერტიკალური (დედიდან) გადაცემით – 108 შემთხვევა (მათგან 1 – ძუძუთი კვებით); სისხლის რეციპიენტი – 4, დაუდგენელი – 2.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება