Skip to content
28/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

დაკავებულია პირი, რომელმაც ფონიჭალაში 2 ადამიანი დაჭრა (ვიდეო)

მარშალ პრესი 25/08/2024
Capture

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრობლებმა 2005 წელს დაბადებული ლ.ტ. ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ცნობით,  დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 24 აგვისტოს, თბილისში, ზემო ფონიჭალის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ კორპუსში ორ პირს – 1997 წელს დაბადებულ დ.შ.- ს და 1972 წელს დაბადებულ მ.ზ. – ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.

სამართალდამცველებმა ლ.ტ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

Continue Reading

Previous: მევახშე ხაზარაძისა და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პრინციპია, ერთი ხელის მოსმით შეიერთონ ყველა, ვინც კი ფულზე იყიდება
Next: „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მმართველი პარტიის ლიდერები ამბროლაურში მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025