Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

წარდგენილი დელეგატების სახით თბილისს, მე-11 მოწვევის პარლამენტში, ძალიან ძლიერი გუნდი ეყოლება

მარშალ პრესი 24/08/2024
givi mikanadze

წარდგენილი დელეგატების სახით თბილისს, მე-11 მოწვევის პარლამენტში, ძალიან ძლიერი გუნდი ეყოლება, – განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი თბილისის რვავე დელეგატი არის ის ადამიანი, რომელმაც თავისი შრომით საზოგადოებას დაუმტკიცა – საქმეზეა ორიენტირებული.

„მათ საზოგადოებაში მოიპოვეს უდიდესი ავტორიტეტი. ვხედავთ, რომ წარდგენილთა შორის არიან როგორც ღვაწლმოსილი და ცნობილი სპორტსმენები, ასევე ვხედავთ საჯარო მოხელეებს, რომლებმაც წლების განმავლობაში თავის პოზიციებზე ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ღირსეულად გაართვეს თავი. შესაბამისად, წარმოდგენილი დელეგატების სახით თბილისს, მე-11 მოწვევის პარლამენტში ძალიან ძლიერი გუნდი ეყოლება“, – აღნიშნა მიქანაძემ.

Continue Reading

Previous: არჩილ გორდულაძე ქართული ოცნების“ თბილისის დელეგატებზე: გვყავს ახალი წევრები შემომატებული, რომლებიც ჩვენი მხარდამჭერები იყვნენ, ჩვენი გუნდის წევრები იყვნენ, მაგრამ უკვე პოლიტიკაში ახალ ნაბიჯებს დგამენ
Next: გიორგი კანდელაკი გენო პეტრიაშვილს სამარცხვინო ადამიანს უწოდებს და ბოდიშის მოხდას მოითხოვს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025