Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მთაწმინდა-კრწანისის საარჩევნო ოლქის დელეგატად, ჩემი წარდგენა დიდი პასუხისმგებლობა და ნდობის გამოცხადებაა, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გუნდს

მარშალ პრესი 23/08/2024
david kacharava

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არჩევნები განსაკუთრებულია, რადგან ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაწყვეტი,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა და მთაწმინდა-კრწანისის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ დელეგატმა დავით კაჭარავამ.

მისივე თმით, წინასაარჩევნოდ სისტემატური შეხვედრები ექნება მოსახლეობასთან, გაეცნობა მათ წინაშე მდგარ გამოწვევებს და მოთხოვნებს.

„მთაწმინდა-კრწანისის საარჩევნო ოლქის დელეგატად, ჩემი წარდგენა დიდი პასუხისმგებლობა და ნდობის გამოცხადებაა, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გუნდს.

გვექნება შეხვედრები მოსახლეობასთან. შეიძლება ამ შეხვედრებს საველე შეხვედრებიც კი დავარქვათ. გავეცნობით მოსახლეობის პრობლემებს და მოთხოვნებს.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არჩევნები განსაკუთრებულია, რადგან ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაწყვეტი. გარდა ამისა, არის საკითხები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამ საკითხებს მიხედვა სჭირდება,“ – განაცხადა დავით კაჭარავამ.

Post navigation

Previous: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სამუშაოების მიმდინარეობას ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილზე გაეცნო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.