Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ თბილისის დელეგატები დაასახელა

მარშალ პრესი 23/08/2024
irakli

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ თბილისის დელეგატები დაასახელა.

„მოგეხსენებათ, ერთი კვირის წინ ჩვენ წარვადგინეთ „ქართული ოცნების“ დელეგატები, რომლებიც ჩვენს საარჩევნო კამპანიას რეგიონებში გაუძღვებიან. დღეს გვინდა, წარმოგიდგინოთ დელეგატები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენენ დედაქალაქში, ქალაქ თბილისში.

დიდუბე-ჩუღურეთში ჩვენი დელეგატი იქნება ბატონი გიორგი ვოლსკი, რომელიც დღემდეც გახლდათ მაჟორიტარი დეპუტატი დიდუბე-ჩუღურეთის, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, მას განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება;

მთაწმინდა-კრწანისის ოლქში ჩვენი დელეგატი იქნება ასევე მოქმედი პარლამენტარი დავით კაჭარავა;

რაც შეეხება ვაკეს, ვაკეში „ქართული ოცნების“ დელეგატი იქნება ზუკა რურუა, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ნაკრების მწვრთნელი;

საბურთალოს ოლქში აკაკი ალადაშვილი, რომელიც გახლავთ თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრი, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი;

ნაძალადევის ოლქში ჩვენი დელეგატი იქნება ირაკლი ხელაძე, რაიონის ყოფილი გამგებელი, თბილისის საკრებულოს წევრი, საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე;

გლდანის ოლქში ჩვენი დელეგატი იქნება ლადო ბოჟაძე, თბილისის საკრებულოს წევრი;

ისანში ჩვენი დელეგატი გახლავთ ნიკა ელისაშვილი, ისნის რაიონის მოქმედი გამგებელი;

სამგორის ოლქში ჩვენი კანდიდატი იქნება ვარლამ ლიპარტელიანი, სახელოვანი სპორტსმენი, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი;

ასეთია წარმოდგენილი შემადგენლობა. მე მინდა, შეგახსენოთ, რომ ჩვენი ოცდაათივე დელეგატი წარმოდგენილი იქნება „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში ე.წ. გამსვლელ ადგილებზე. თქვენ იცით, რომ ამის შესაძლებლობა აქვს მხოლოდ ჩვენ პარტიას. ვერცერთი სხვა პარტია ვერ გაიყვანს ამ არჩევნებში ოცდაათ დეპუტატს. შესაბამისად, სწორედ ჩვენი ძალისხმევით, საქართველოს პარლამენტში თავისი წარმომადგენელი ეყოლება ყველა ქალაქსა და რეგიონს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრირება ბაზრობებსა და ბაზრებში აქტიურად მიმდინარეობს
Next: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.