Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თავდაცვის მინისტრი გაერთიანებული სამეფოს ახალ ელჩს შეხვდა

მარშალ პრესი 23/08/2024
01

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გაერთიანებული სამეფოს ახალდანიშნულ ელჩს, გარეტ უორდს უმასპინძლა. ირაკლი ჩიქოვანმა მას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქართველოში წარმატებული დიპლომატიური მისია უსურვა.

მინისტრმა ბრიტანულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის, წლების განმავლობაში გაწეული პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა. საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსაც.

აღინიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებასა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვანი წვლილი. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ თავდაცვის სფეროში კავშირები კიდევ უფრო განმტკიცდება. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე პაატა პატიაშვილი, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ატაშე საქართველოში, კომანდერი სტივენ ქუანტრილი და გაერთიანებული სამეფოს მრჩეველი თავდაცვის სამინისტროში, ქლერ ჰენდერსონი დაესწრნენ.

Post navigation

Previous: ჟურნალ “ბათუმელებს” სიცრუის გამო მოუწევს პასუხის გაცემა და მოვითხოვ ოფიციალურ ბოდიშს – არჩილ ბერიძე
Next: კოლექტიური ნაცმოძრაობა არის აგენტურა, მოღალატეობრივი დაჯგუფება, რომელიც იმართება გარედან და შენიღბულია ვითომდა დემოკრატიით და ევროპულობით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.