Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გასაკვირი ის არის, რამ შეაშფოთა ჩვენი ოპონენტები და რატომ ანერვიულდნენ უსაფრთხოების ნორმებით

მარშალ პრესი 22/08/2024
nino-tsilosani-sesia

გასაკვირი ის არის, რამ შეაშფოთა ჩვენი ოპონენტები და რატომ ანერვიულდნენ უსაფრთხოების ნორმებით, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებებს, რომელიც „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლისას უსაფრთხოების ზომებს შეეხებოდა.

„ადამიანები, რომლებიც შიშს ვერ ასხვავებენ უსაფრთხოებისგან და მათ შემთხვევაში, ყველას შიშში ამყოფებდნენ ვფიქრობ, ასეთ განცხადებებს ფრთხილად უნდა აკეთებდნენ. ეს შიში დღესაც ძალიან რეალურია, რადგან ნებისმიერი ფორმით მათი რაიმე სახის ძალაუფლების ხელში ჩაგდება, მათთვის რამე შესაძლებლობის მიცემა ქართველი ხალხისთვის შიშთან არის დაკავშირებული. რაც ვნახეთ, ეს იყო უსაფრთხოების სპეციალური ნორმები, რაც ლოგიკური და ადეკვატური იყო. გასაკვირი ის არის, რამ შეაშფოთა ჩვენი ოპონენტები და რატომ ანერვიულდნენ უსაფრთხოების ასეთი ნორმებით“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის გაძლიერებული უსაფრთხოების თემით სპეკულაციას, პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები ლოგიკურია. მთავრობის მეთაურის თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყანაში მშვიდობის გარანტი და შესაბამისად, მთავარი რისკ-ფაქტორებიც ამას უკავშირდება.

Post navigation

Previous: საარჩევნო ადმინისტრაცია საკუთარ საქმიანობაში მიუკერძოებლობის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის სტანდარტს კიდევ უფრო ამაღლებს
Next: ისე გაიკვირვეს ნაც ჯალათებმა ბიძინა ივანიშვილს შესაბამისი სამსახურები რომ იცავენ, თითქოს ყველაზე უკეთესად არ იციან, რომ თვითონაც და მათი პატრონებიც ყველაფერზე წამსვლელები არიან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.