IMG.GE ___________________________________ IMG.GE

თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე, თინათინ ნიბლოშვილი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დესისლავა ივანოვას შეხვდა.

თბილისის საკრებულოს ცნობით, შეხვედრაზე თინათინ ნიბლოშვილმა თბილისსა და ბულგარეთის დედაქალაქ სოფიას შორის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობაზე ისაუბრა.

მათივე ცნობით, ნიბლოშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს და ბულგარეთის დედაქალაქები დაძმობილებული ქალაქებია.

„თბილისი და სოფია დაძმობილებული ქალაქებია. ეს კი ქალაქებს შორის საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს. თბილისს დაძმობილებულ ქალაქებთან მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს. სასიხარულია, რომ სოფიაც მათ რიცხვში შედის,“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

უწყების ინფორმაციით, სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ კომისიის მუშაობის შესახებ და თბილისში ქუჩების თუ სკვერების სახელდების პროცედურებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ორი მხარის ერთობლივი სურვილია, ქალაქებს შორის გეოგრაფიული ობიექტების ნაცვალგება მოხდეს.

„ბულგარეთის ელჩმა დესისლავა ივანოვამ თინათინ ნიბლოშვილს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მიესალმება თბილისის საკრებულოს წინადადებას სოფიასა და თბილისის სახელების ნაცვალგების შესახებ. თინათინ ნიბლოშვილმა ბულგარელ სტუმრებს ამ საკითხის დეტალურად შესწავლა და გეოგრაფიული ობიექტების შესახებ ინფორმაციის გაცვლა შესთავაზა. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ და საქმიანი ურთიერთობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება