Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს ერთობა მთელი საქართველოსთვის გადამდები იქნება და 26 ოქტომბერს „ქუდზე კაცი” მშვიდობის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს

მარშალ პრესი 22/08/2024
dimitri khundadze

„მცხეთა-მთიანეთი ის რეგიონია სადაც შესაძლებელია, ისტორიულ წარსულს ხელით შეეხო დღესაც. აქ რწმენას ახლაც სხვაგვარი სითბოთი განავრცობენ. ამ რეგიონში მედგრად იცავენ ჩრდილოეთის კარიბჭეს და აქ „სერავს” სამშობლოს საოკუპაციო ხაზი,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის სწორედ მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან დაწყებას ეხმიანება, სადაც ის მმართველმა გუნდმა დელეგატად დაასახელა.

როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, სწორედ აქ შედგა პირველი შეკრება და საზოგადოებამ „ქართული ოცნების” ლიდერებთან ერთად სამშობლოს დაცვის პირობა დადო.

„მადლობა ჩვენს ამომრჩეველს და მადლობა ჩვენს გუნდს, რომლებმაც უძველესი სატახტო დედაქალაქიდან მთელ საქართველოს გააგონეს სამშობლოს სიყვარულის ხმა. მცხეთა-მთიანეთი ის რეგიონია სადაც შესაძლებელია, ისტორიულ წარსულს ხელით შეეხო დღესაც. აქ რწმენას ახლაც სხვაგვარი სითბოთი განავრცობენ.

ამ რეგიონში მედგრად იცავენ ჩრდილოეთის კარიბჭეს და აქ „სერავს” სამშობლოს საოკუპაციო ხაზი. აქ არის ცოცხალი პოეზიაც და მანამდე ნათქვამი სიტყვაც, რომელიც დღესაც ფასობს. სწორედ აქ შედგა პირველი შეკრება და საზოგადოებამ “ქართული ოცნების” ლიდერებთან ერთად დადო სიტყვა, რომ სამშობლოს დასაცავად ერთად დავდგებით. ეს ერთობა მთელი საქართველოსთვის გადამდები იქნება და 26 ოქტომბერს „ქუდზე კაცი” მშვიდობის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს. მადლობა სითბოსთვის, ერთობისთვის და სამშობლოს სიყვარულისთვის,” – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

Post navigation

Previous: გამორიცხულია ამ ქვეყნების უახლოეს ისტორიაში “დამოკლეს მახვილი” არ ახდენდეს თავის ზეგავლენას
Next: დაშვებული შეცდომების გამოსწორებას დღეს სწორედ „ქართული ოცნება” ჰპირდება თავის ამომრჩეველს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.