Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ამომრჩეველს მოვუწოდებთ, რომ მოგვცენ საკონსტიტუციო დონის ლეგიტიმაცია, მეტი დამოუკიდებლობის, მეტად გარანტირებული მშვიდობის, მეტი კეთილდღეობის, ეროვნული ღირსების და ტრადიციების დაცვის გაცილებით მაღალი ხარისხით უზრუნველყოფისათვის

მარშალ პრესი 21/08/2024
mamuka mdinaradze

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, მცხეთაში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, მმართველი პარტიისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ქვეყანას ქართული ოცნების ასრულებისათვის დასჭირდა უთანასწორო ბრძოლა მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობის, ევროპული ოჯახის წევრობისთვის. მისივე თქმით, ამ ბრძოლაში „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს, ვინაიდან, მათ მხარეს ქართველი ხალხი და სიმართლეა.
„ჩვენს ამომრჩეველს მოვუწოდებთ, რომ მოგვცენ გაცილებით მაღალი, ანუ საკონსტიტუციო დონის ლეგიტიმაცია, მეტი დამოუკიდებლობის, მეტი სიამაყის, მეტად გარანტირებული მშვიდობის, მეტი კეთილდღეობის, ეროვნული ღირსების და ტრადიციების დაცვის გაცილებით მაღალი ხარისხით უზრუნველყოფისათვის, იმისათვის, რომ ერთიან საქართველოში, ასობით თაობის შემდეგაც კი, ქართველს, აფხაზს, ოსს და ა.შ. – ჩვენი ქვეყნის ყველა შვილს, იგივე მრწამსი, მენტალობა და შეხედულებები ჰქონდეს. ამის განმტკიცებას და ჩადუღაბებას გაცილებით მაღალი ლეგიტიმაცია სჭირდება, ვიდრე ჩვეულებრივი უმრავლესობაა.

მოდი, შევთანხმდეთ, რომ ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით საერთო ქართული ოცნების ახდენაში. ფაქტია, რომ ამ ქვეყანას ქართული ოცნების ასრულებისათვის, დასჭირდა უთანასწორო ბრძოლა მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობის, ევროპული ოჯახის წევრობის და სიამაყისათვის და ჩვენ ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან ყველაზე მთავარი – ქართველი ხალხი და სიმართლე ჩვენს მხარესაა.

მე დარწმუნებული ვარ, თითოეულ თქვენგანს, ჩვენ, ყველას ერთად, მტკიცედ გვჯერა, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერი კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვების თარიღი იქნება!“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: ყველა გარე აქტორს შეგვიძლია მოვუწოდოთ, რომ საქართველოში ითანამშრომლონ მათთან, ვისაც ირჩევს ქართველი ხალხი, ვისაც ირჩევთ თქვენ და არა მათთან, ვისაც ისინი აირჩევენ და შეარჩევენ
Next: რეიტინგი გვაქვს 60 %, ქუდზე კაცი გვჭირდება იმისთვის, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს არის ჩვენი ამბიციური მიზანი და ვფიქრობ, ყველანაირი წინაპირობა არსებობს ამ მიზნის შესასრულებლად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.