Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ერთადერთი სიმარტივე, რაც ამ არჩევნებს თან ახლავს, არის ძლიან მკვეთრი განსხვავება თეთრსა და შავს, ბოროტსა და კეთილს, ტყუილსა და სიმართლეს შორის, არჩევანიც, შესაბამისად, გამოდის ძალიან მარტივი

მარშალ პრესი 21/08/2024
mamuka mdinaradze23

ჩვენ უკვე დავიწყეთ წინასაარჩევნო კამპანია, ახლა დღეს ვიწყებთ რეგიონულ შეხვედრებს თქვენთან, ჩვენო ძვირფასებო და გვიწვეს ისეთი საარჩევნო კამპანიის წარმოება, რომლის ფინალიც არის არჩევნები, რომელზეც არ არის მარტივი რამ დამოკიდებული – ეს არ არის სტანდარტული არჩევნები. გაცილებით მეტია ამ არჩევნებზე დამოკიდებული, ვიდრე ყველა სხვა სტანდარტულ სხვა მსგავს სიტუაციაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, მცხეთაში, მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი სიმარტივე, რაც ამ არჩევნებს თან ახლავს, არის მკვეთრი განსხვავება თეთრსა და შავს, ბოროტსა და კეთილს, ტყუილსა და სიმართლეს შორის. მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებშია გარანტირებული

„ერთადერთი სიმარტივე, რაც ამ არჩევნებს თან ახლავს, არის ძლიან მკვეთრი განსხვავება თეთრსა და შვა შორის, ბოროტსა და კეთილს შორის, ტყუილსა და სიმართლეს შორის. არჩევანიც, შესაბამისად, გამოდის ძალიან მარტივი.
საკუთარ თავს, ყველა ამომრჩეველმა უნდა დაუსვას შეკითხვა: რა არის ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის მთავარი ოცნება, ქართული ოცნება? – ერთიანი საქართველო, უწყვეტი მშვიდობა, ოჯახების კეთილდღეობა, შენარჩუნებული ტრადიციული ღირებულებები, რეალურად დამოუკიდებელი საქართველო, მართლმადიდებლური ფასეულობები და ა.შ.

და თუ ამ ყველაფერზე ჩვენ ყველანი ვთანხმდებით და აქ საკამათო არაფერია, შემდეგ კითხვაზეც მარტივი გამოდის პასუხი ძალიან – ვის პირობებშია გარანტირებული ეს ყველაფერი? ვისი მმართველობის, ვისი ხელისუფლების პირობებშია გარანტირებული მშვიდობა, დეოკუპაციის და ევროინტეგრაციის გზაზე სწორი სვლა, ტრადიციული და მართლმადიდებლური ღირებულებების და ფასეულობების შენარჩუნება და ვის პირობებში შეიძლება დაიტრაბახოს ქართველმა, საქართველოს მოქალაქემ, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება? – პასუხი აქაც „ქართული ოცნებაა“.“ – განაცხადა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს გვერდზე გადადო ყველაფერი, გვერდზე გადადო პირადი კეთილდღეობა და სიცოცხლის რისკის ფასად გაათავისუფლა საქართველო აგენტურის დიქტატურისგან
Next: ყველა გარე აქტორს შეგვიძლია მოვუწოდოთ, რომ საქართველოში ითანამშრომლონ მათთან, ვისაც ირჩევს ქართველი ხალხი, ვისაც ირჩევთ თქვენ და არა მათთან, ვისაც ისინი აირჩევენ და შეარჩევენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.