Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ტვ პირველის“ ჟურნალისტმა პირადი წყენიდან გამომდინარე შექმნა ნიუსი, რომლითაც დაამახინჯა ჩემი ნათქვამი და გამოხატული პოზიცია

მარშალ პრესი 21/08/2024
beka-beqa odisharia

დაკავებულ პირებთან დაკავშირებით ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებისგან განსხვავებით, სიყალბეს და ფეიქ ნიუსს ავრცელებს, პირადი წყენით თუ დამოკიდებულებით გამსჭვალული, ზედ დამატებული არაპროფესიონალიზმით და არაკეთილსინდისიერებით გამორჩეული TV პირველის ჟურნალისტი ნინო ღვედაშვილი, – წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია სოციალურ ქსელში. ოდიშარია მისი კომენტარის სრულ ვერსიას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ტყუილი მალე აშკარავდება.

„დაკავებულ პირებთან დაკავშირებით ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებისგან განსხვავებით, სიყალბეს და ფეიქ ნიუსს ავრცელებს, პირადი წყენით თუ დამოკიდებულებით გამსჭვალული, ზედ დამატებული არაპროფესიონალიზმით და არაკეთილსინდისიერებით გამორჩეული TV პირველის ჟურნალისტი ნინო ღვედაშვილი, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ის არ ყოფილა ჟურნალისტი, რომელმაც მე ინტერვიუ ჩამომართვა ამ საკითხზე, მან კიდევ ერთხელ ვიმეორებ პირადი წყენიდან გამომდიმარე, რომელსაც ემატება მისი არაპროფესიონალიზმი და სამწუხაროდ გამოკვეთილი მიდრეკილება დეზინფორმაციის გავრცელებისაკენ შექმნა ნიუსი რომლითაც დაამახინჯა ჩემი ნათქვამი და გამოხატული პოზიცია.

არ ჩამორჩა პრეზიდენტი, რომელიც ჩემს ამ ინტერვიუს უტაქტოდ და უადგილოდ გამოეხმაურა! ეს ჩვეული “რასპასოვკა” ფეიკ ჟურნალისტების და პრეზიდენტის, თუ კოლექტიური ნაცმოძრაობის წევრების მონაწილეობით არახალია! ავიწყდებათ ორივე აქტორს, რომ ტყუილს მოკლე ფეხი აქვს და ის პეპელაზე ნაკლებ ხანს ცოცხლობს. აი მატყუარის და ცილისმწამებლის იარლიყი კი ადამიანს დიდხანს მიყვება ცხოვრებაში ისმის კითხვა: ვინ არის ახლა ჩვენს შორის მატყუარა და სამარცხვინო?! თავად გავცემდი პასუხს და დავანამუსებდი კიდეც ფეიკ ნიუსის ავტორს და “ტოპკის”ამწევს, ისევე როგორც ამ “სატოპკის” რეალიზატორს ( სამარცხვინოსგან მესმის ), მგლის თავზე სახარების კითხვას აზრი რომ ჰქონდეს რა თქმა უნდა“, – წერს ბექა ოდიშარია.

Post navigation

Previous: საჯარო რეესტრი თანამშრომლების გათავისუფლებაზე განცხადებას ავრცელებს
Next: 21 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის დაბადების დღეა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.