Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, გავანახევრეთ უმუშევრობა და სამჯერ შევამცირეთ სიღარიბე. ეკონომიკური ზრდის ტემპით ვართ ლიდერები არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით

მარშალ პრესი 21/08/2024
SHALVA PAPUASHVILI

ეს მაჩვენებლები კარგად წარმოაჩენს იმ ძირითად მიზეზს, რატომაც ბოლო 12 წლის ყველა ადგილობრივ თუ ეროვნულ არჩევნებში მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა მხარი „ქართულ ოცნებას,” – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რითაც საქართველოში უმუშევრობის დონის და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის შემცირებას ეხმიანება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, უმუშევრობის მაჩვენებელი განახევრებულია და სამჯერ შემცირებულია სიღარიბე.

მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის ტემპით საქართველო ლიდერია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით. ,,ეს მაჩვენებლები კარგად წარმოაჩენს იმ ძირითად მიზეზს, რატომაც ბოლო 12 წლის ყველა ადგილობრივ თუ ეროვნულ არჩევნებში მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა და ოქტომბრის არჩევნებზეც კვლავ ჩვენ გვიჭერს მხარს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ჩვენ გავანახევრეთ უმუშევრობა და სამჯერ შევამცირეთ სიღარიბე. ეკონომიკური ზრდის ტემპით ვართ ლიდერები არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით. დემოკრატიული მმართველობის მიმართულებით შთამბეჭდავ შედეგებთან ერთად, ვამაყობთ აღნიშნული ეკონომიკური მიღწევებით, რაც არის ჩვენი საზოგადოების მშვიდობიანი განვითარების და საქართველოს აღმშენებლობის მთავარი წინაპირობა,” – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

Post navigation

Previous: ქართული ოპოზიციისთვის რუსული ზეთია პრობლემა, თორემ მთელი ევროპა რომ უკრაინის გავლით რუსულ გაზს იღებს, ამერიკა რომ აორმაგებს რუსეთთან ვაჭრობას, ეს ყველაფერი პრობლემა არ არის
Next: საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.