Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • ინფრასტრუქტურა

ბახმარომდე მისასვლელი 18 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

მარშალ პრესი 21/08/2024
060a8554-00_09_19_17-still001

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, გურიაში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაურის ბახმაროსთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 18 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა.

კურორტ ბახმარომდე მისასვლელ საავტომობილო გზაზე მოეწყო ასფალტ-ბეტონის ახალი საფარი და ხელოვნური ნაგებობები – წყალგამტარი ლითონის მილები, რკინაბეტონის და გაბიონის საყრდენი კედლები და სხვა.

საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, გზა შემოიფარგლა ლითონის მრუდხაზოვანი ზღუდარებით, მოინიშნა გზის სავალი ნაწილი, მოეწყო საგზაო ნიშნები და ჩატარდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.

სარეაბილიტაციო მონაკვეთებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით ავტოტრანსპორტის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდა. შემცირდა მგზავრობის დროც.

სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 19.2 მილიონი ლარით დაფინანსდა.

ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

Post navigation

Previous: მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ
Next: მათთვის, ვინც ბილეთის გარეშე დარჩა, რესპუბლიკის მოედანზე, საქართველო-ჩეხეთის მატჩის ღია ჩვენებას გავმართავთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.