Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპოზიციურმა პარტიებმა თავიანთი პატრონებისგან მიიღეს დავალება, საზოგადოების მოტყუება სცადონ, თითქოს ნაცმოძრაობისგან დისტანცირებულები არიან. სინამდვილეში მათ არაფერი განასხვავებთ, არც იდეოლოგია, არც მიზნები

მარშალ პრესი 20/08/2024
archil gorduladze

ასეთი კვაზი გაერთიანებები, შერწყმები და გადარწყმები, რომელსაც კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ვხედავთ, მხოლოდ და მხოლოდ თვალთმაქცობას ნიშნავს- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ წინასაარჩევნოდ ოპოზიციური პარტიების გადაჯგუფებაზე საუბრისას განაცხადა. გორდულაძის თქმით, არაერთი განცხადება გვახსოვს, სადაც ერთმანეთს აგინებდნენ და ხელითაც ეხებოდნენ, მაგრამ ახლა მიიღეს თავიანთი პატრონებისგან დავალება და ამ ყველაფერს ვუყურებთ პირდაპირ ეთერში.

„ეს ადამიანები, პირდაპირი მნიშვნელობით, არც პოლიტიკური სინდისით და ნამუსით გამოირჩევიან. არაერთი განცხადება გვახსოვს, სადაც ერთმანეთს აგინებდნენ და ხელითაც კი ეხებოდნენ ხოლმე. მაგრამ ახლა მიიღეს თავიანთი პატრონებისგან დავალება, საზოგადოების მოტყუება სცადონ, თითქოს ნაცმოძრაობისგან დისტანცირებულები არიან.

სინამდვილეში მათ არაფერი განასხვავებთ, არც იდეოლოგია, არც მიზნები. ვხედავთ, როგორ ართმევს ერთმანეთს ხელს ხაზარაძე და ელისაშვილი. ვხედავთ, როგორ ერთიანდება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ფორმალურად, მაგრამ სულიერად და გონებრივად არასდროს წასული გიგი წერეთელი და ყველაფერი ეს არის იმის მცდელობა, რომ როგორმე თავიანთი მხარდამჭერების რაოდენობა გაანაწილონ მცირე პარტიებზე და პარლამენტში მანდატების მოპოვება სცადონ, რაც არ გამოუვათ“-განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

Post navigation

Previous: იმდენად სამარცხვინოა უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ბრენდი, რომ ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ თითქოსდა იქმნება ახალი ცენტრები, რომელიც არის უბრალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ფლანგები
Next: მეორე დღეა “სკანდალური” ინფორმაცია ტრიალებს, რომელიც ჩვენ თვითონვე გავავრცელეთ – იუსტიციის მინისტრის მოადგილის გამოხმაურება ოპოზიციურ მედიას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.