Skip to content
09/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელი წერილი საკონსტიტუციო უმრავლესობის აუცილებლობას გვაჩვენებს, განსაკუთრებით საინტერესოა ორი პუნქტი, „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც რეჟიმის გასამართლება და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა

მარშალ პრესი 20/08/2024
davit chikhelidze

მშვიდობისთვის და საქართველოს შემდგომი განვითარებისთვის საჭიროა „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, რათა გადაჭრას ყველა ის პრობლემური საკითხი, რომლის წინაშე დღეს ჩვენი ქვეყანა დგას, – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას.

მისივე თქმით, წერილიდან ირკვევა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი წარმომადგენლების გასამართლება არა პოლიტიკური ნების არ არსებობის გამო, არამედ დასავლელი პარტნიორების ზეწოლის გამო ვერ განხორციელდა. მანვე აღნიშნა, რომ საბედნიეროდ დღეს საქართველოს აქვს თავისუფლების ის ხარისხი, რომელიც დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას იძლევა.

„მშვიდობისთვის და საქართველოს შემდგომი განვითარებისთვის საჭიროა „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, რათა გადაჭრას ყველა ის პრობლემური საკითხი, რომლის წინაშე დღეს ჩვენი ქვეყანა დგას. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელი წერილი საკონსტიტუციო უმრავლესობის აუცილებლობას გვაჩვენებს, განსაკუთრებით საინტერესოა ორი პუნქტი, „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც რეჟიმის გასამართლება და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა. როგორც წერილიდან ირკვევა „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი წარმომადგენლების გასამართლება არა პოლიტიკური ნების არ არსებობის გამო, არამედ დასავლელი პარტნიორობის ზეწოლის გამო ვერ განხორციელდა.

საბედნიეროდ დღეს ჩვენს სახელმწიფოს აქვს თავისუფლების ის ხარისხი, რომელიც დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას გვაძლევს. ალბათ შორს არ არის ის დღე, როცა ყველაფერი ცხადი გახდება და ქართველი ხალხი გაიგებს თუ ვის ინტერესებში შედის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ველზე ყოფნა და ვინ არიან მათი დამცველები. ცალსახად აუცილებელია ნიურბერგის პროცესი, რომლის შესახებ რამდენიმე წლის უკან ვსაუბრობდი. რაც შეეხება ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას, აღნიშნული სახელმწიფოს და ქართველი ერის გადარჩენის და დაცვის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია.

„ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება საქართველოს უკრაინიზაციისგან თავის არიდების ერთადერთი საშუალებაა“, – წერს დავით ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: 2024 წლის არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვება გარდაუვალია, მაგრამ ამ ძალას სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება რათა სახელმწიფო ინტერესები ქართული მისიით შეასრულოს
Next: საკონსტიტუციო უმრავლესობა არა სურვილი და ნებაა, არამედ სასიცოცხლოდ აუცილებელი წინაპირობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.