Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია 105 წლისაა

მარშალ პრესი 20/08/2024
455329843_1176900966912428_9068660350820972687_n

20 აგვისტოს თავდაცვის ძალები დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დაარსების დღეს აღნიშნავს. 105 წლის იუბილე ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირად შემადგენლობასა და იუნკერებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ მიულოცეს. სიტყვით მიმართვისას, ირაკლი ჩიქოვანმა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისა და გაძლიერების საქმეში თავდაცვის აკადემიის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობისთვის და თავდაცვის სამინისტროსთვის განათლების მიმართულება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მინისტრმა აკადემიის ხელმძღვანელობას სასწავლო დაწესებულების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, აკადემიის სასწავლო ბატალიონის, ბაკალავრიატისა და საკანდიდატო კურსის გამოშვებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი ჩატარდა. გაიმართა დიპლომებისა და წარჩინებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონიაც. იუნკერებს, ლეიტენანტის წოდებასთან ერთად, მიენიჭათ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი შესაბამის სპეციალობებში. ასევე, ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმატებულ პერსონალს გადაეცა უწყებრივი მედლები – „გენერალი კვინიტაძე“, „გიორგი ანწუხელიძე“, „გენერალი მაზნიაშვილი“ და „სამშობლოსთვის თავდადებული“.

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ისტორია სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან იწყება. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, დღის წესრიგში დადგა ოფიცერთა ეროვნული კადრების მომზადების საკითხი. საქართველოს ეროვნული საბჭოსა და რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, დაარსდა იუნკერთა მოსამზადებელი სამხედრო სკოლა. სკოლამ ფუნქციონირება დაიწყო 1919 წლის 20 აგვისტოს. ეს თარიღი განისაზღვრა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დღედ.

Post navigation

Previous: თუ არ ჩამოშორდა პოლიტიკურ სივრცეს კოლექტიური ნაცმოძრაობა, ჯანსაღ ოპოზიციას არ უწერია პოლიტიკურ ველში შემოსვლა, ამიტომ არის აუცილებელი “ქართულმა ოცნებამ” მოიპოვოს საპარლამენტო უმრავლესობა
Next: 2024 წლის არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვება გარდაუვალია, მაგრამ ამ ძალას სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება რათა სახელმწიფო ინტერესები ქართული მისიით შეასრულოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.