Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საკონსტიტუციო უმრავლესობა არა „ქართულ ოცნებას”, არამედ, მშვიდობით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და საქართველოს კეთილდღეობას სჭირდება”

მარშალ პრესი 20/08/2024
tamar chiburdanidze

„შეუძლებელია ქართველმა ხალხმა სხვა არჩევანი გააკეთოს, ვიდრე ქვეყნის მოღალატე პოლიტიკოსების გასამართლება, ოჯახური ღირებულებების დაცვა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც მმართველი ძალა ე.წ. „ნეიტრალურ“ ამომრჩეველს ქვეყნის გადასარჩენად წელს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

როგორც ჩიბურდანიძე წერს, დღეს მშვიდობიანი, ერთიანი და ძლიერი საქართველოს გასაღები ქართველი ხალხის ხელშია და ოქტომბრის არჩევნებით ეს ოცნება უნდა ასრულდეს.

„ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს მიერ გაკეთებული განცხადება არის ქართველი ხალხისთვის ერთგვარი გზამკვლევი, თუ რატომ უნდა მოვიდნენ არჩევნებზე და მხარი დაუჭირონ სახელისუფლებო გუნდს. საკონსტიტუციო უმრავლესობის საჭიროების შესახებ პუნქტობრივი ახსნა ცხადყოფს ხელისუფლების მისწრაფებას მშვიდობიანი, ერთიანი და განვითარებული საქართველოსკენ. მაგრამ ეს შეუძლებელია ხალხის მხარდაჭერის გარეშე. დღეს მშვიდობიანი, ერთიანი და ძლიერი საქართველოს გასაღები ქართველი ხალხის ხელშია და ოქტომბრის არჩევნებით ეს ოცნება უნდა ავისრულოთ.

„ქართული ოცნების” განცხადებაში ყველა პუნქტი მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებით საყურადღებოა ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. საზოგადოება მიხვდება, რომ ხელისუფლებას მთელი ეს წლები დრო არ დაუკარგავს და სერიოზული სამუშაოებია ჩატარებული ჩვენი ერის ყველაზე დიდი ეროვნული პრობლემის მოსაგვარებლად. თუკი მთელი ეს წლები აფხაზეთი და სამაჩაბლო მხოლოდ ოცნება იყო, დღეს ამ განცხადებაში მნიშვნელოვანი მინიშნებებია შემოთავაზებული.

ოქტომბრის არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობა არა „ქართულ ოცნებას”, არამედ, მშვიდობით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და საქართველოს კეთილდღეობას სჭირდება. შეუძლებელია ქართველმა ხალხმა სხვა არჩევანი გააკეთოს, ვიდრე ქვეყნის მოღალატე პოლიტიკოსების გასამართლება, ოჯახური ღირებულებების დაცვა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ მკაფიოდ ახსნა, თუ რა სტრატეგიული ხასიათის ამოცანების გადასაჭრელად და რა ტიპის რისკების დასაზღვევად სჭირდება დღეს ქვეყანას საკონსტიტუციო უმრავლესობა
Next: როგორც ადრე იტყოდნენ, ქუდზე კაცი გამოვიდეთ 2024 წლის 26 ოქტომბერს და ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ ის უსაშინელესი ძალა, რომელსაც ჰქვია „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.