Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ანა წითლიძის ცნობით, ხატია დეკანოიძე ნაციონალურ მოძრაობაში ბრუნდება

მარშალ პრესი 20/08/2024
xatia dekanoidze

ანა წითლიძის ცნობით, ხატია დეკანოიძე ნაციონალურ მოძრაობაში ბრუნდება. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

“საპარლამენტო სიის ხათრით კიდევ ერთი უძღები შვილი ბრუნდება დღეს პარტიაში ხატია დეკანოიძის სახით. ყველაფრის შეზელვის დიდოსტატი.

ხატია,  რაც შენ პარტია უსამართლოდ აჯანჯღარე, რაც შენ იკადრე, რა ტყუილებიც შენ ავრცელე ეთერებში. ახლა რა შეიცვალა უკან რომ ბრუნდები ხატია? კეზერაშვილი არ არის პარტიაში? თუ ხაბე არ არის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე? თუ “ოლიგარქები” არ მართავენ პარტიას? რომელი ერთი ფაქტორი შეიცვალა? შენი მობრუნება ამ ყველაფრის აღიარებაა რომ ტყუოდი და მიზანი მხოლოდ შენი ამბიციები იყო.

“ახლებში” არ მიგიღეს? გამსვლელ სიაში შენნაირი ბევრი მყავს და შენ ვის დაკარგვიხარო?  დიდი ხანია ეთერებში არ ყვები ბელადომანია უნდა დასრულდეს პარტიაშიო?

ერთობის კი არა საპარლამენტო სიის ხათრით იზელ ახლა ამ ყველაფერს, მიხვდი რომ სხვაგან არსად არ დასჭირდით, შანსი არ გაქვს და აგერ ჩვენც მიგიღებთ, მერე რა რომ ყველამ იცის ყველაფერი.

მაგრამ რა ნომერზეც არ უნდა ივაჭრო სიაში შენი ავტორიტეტი ენმს ამომრჩეველში არის ნული. ვისაც არ უნდა წერო წერილები ციხეში, ვერავინ ვერასოდეს ვერ დამიშლის შენზე სიმართლის თქმას თუნდაც იმიტომ რომ ვინ ვინ და პარტიისთვის ურთულეს დროს – შენ არ უნდა აყოლოდი ამბიციებს როდესაც ამდენს გთხოვდი ეგ სისულელე არ გექნა და ზუსტად ვიცოდი როგორც დაასრულებდი.

მობრუნებას გილოცავ ხატია, ჩვენ მხოლოდ გვიხარია რომ მართლები ჩვენ აღმოვჩნდით და შენ მაინც მობრუნებამ მოგიწია.”- წერს ანა წითლიძე.

Post navigation

Previous: შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორად მამუკა ჯანგულაშვილი დაინიშნა
Next: ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ მკაფიოდ ახსნა, თუ რა სტრატეგიული ხასიათის ამოცანების გადასაჭრელად და რა ტიპის რისკების დასაზღვევად სჭირდება დღეს ქვეყანას საკონსტიტუციო უმრავლესობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.