Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროპაში დასამარებულ ეპოქაზეც ვსაუბრობდით და ბარემ, მოკლედ ჩამოვთვალოთ, რამ უნდა ჩაანაცვლოს აწ უკვე ისტორიის არქივებს ჩაბარებული ფასეულობები

მარშალ პრესი 20/08/2024
david kartvelishvili

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს იმის შესახებ, თუ როგორ იცვლება საკაცობრიო ფასეულობები და როგორ იკარგება ღირებულებები. პოსტში ქართველიშვილი ასევე განმარტავს, თუ რამ უნდა ჩაანაცვლოს საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ფასეულობები, რომელიც მისი აზრით, არქივებს ბარდება.

ამ ცვლილებებს შორისაა დავით ქართველიშვილისათვის კატეგორიულად მიუღებელი ტენდენციები, მაგალითად ის, რომ ადამიანებს შეუძლიათ თავის კატებზე, ხეებზე და საკუთარ თავზე დაქორწინება; ის, რომ ზოგიერთ ქვეყანაში შესაძლოა სისხლის სამართლებრივ დევნა განხორციელდეს ტრანსგენდერების შეურაცხმყოფელი კომენტარების ავტორების წინააღმდეგ და ა.შ.

„ამ დღეებში ორჯერ მომიწია წინა თაობების დატირებასთან ერთად, ბუმბერაზი ადამიანების ეპოქების უგზო-უკვლო ისტორიის არქივებში გადაბარგებაზე წერა. ესენია ჩვენი პაპებიც, რომლებიც ბერლინამდე მივიდნენ თავის დროზე და დღეს ორ პირობითად „შევჩენკოს” ხოცვა-ჟლეტას (რუსის და უკრაინელის) „ამერიკელის გასახარად” ვერ გაიგებდნენ. ისევე, როგორც პირობითად ორი „გვაზავა” (ქართველი და აფხაზი) კლავდა ერთმანეთს „რუსის გასახარად” საქართველოში. ევროპაში დასამარებულ ეპოქაზეც ვსაუბრობდით და ბარემ, მოკლედ ჩამოვთვალოთ, რამ უნდა ჩაანაცვლოს აწ უკვე ისტორიის არქივებს ჩაბარებული ფასეულობები.

ამ ჩანაცვლებაში ალბათ შედის ქალების ახალი ნიფხვის დიზაინი, რთული საკეტების სისტემით, რომელიც გააწვალებს მიგრანტ-მანიაკებს ევროპელ ქალებთან ახლო ურთიერთობების ძალადობრივად დამყარების მცდელობისას. ეს არის “მორისის სინდრომის” მატარებელი მამაკაცების ოქროს ოლიმპიური მედლები ქალთა კრივის სახეობაში. ესენი არიან ათობით “აი-ტი-მილიარდერები”, რომლების თავის ჰარამხანებისთვის ქალაქებს აშენებენ კალიფორნიაში, ხოლო „განტვირთვის” მიზნით „პედოფილების კუნძულებზე” დაფრინავენ.

ეს არის ახალი ეპოქა, სადაც შეძლებული ქალები თავის კატებზე, ხეებზე და საკუთარ თავზე ქორწინდებიან. ბრიტანეთი კი, აანონსებს სისხლის სამართლებრივ დევნას, ინტერნეტში ტრანსგენდეროფობიური კომენტარებისთვის. სკუტერებზე მოკატავე ბავშვებს აჯარიმებენ, თუკი ისინი გვერდს არ აუვლიან ტროტუარებზე დახატულ ფერნაკლული ცისარტყელების დროშებს.

ანალოგიური დროშები დღეს იმ შუასაუკუნოვან ციხე-სიმაგრეებსა და სასახლეებს ამშვენებენ, რომლის მშენებლები ჯერ კიდევ „ავე მარიას” გალობდნენ. „მაიმუნის ყვავილი”, რომელიც მხოლოდ ერთი კონკრეტული ორიენტაციის პირებისთვის არის დამახასიათებელი – მსოფლიო დონის საფრთხედ ცხადდება და მედიის საშუალებებსაც კი ეკრძალება მასზე სიმართლის და მისი გავრცელების გზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

დასავლეთში „აბორიგენებში” კატასტროფული დემოგრაფიული ვითარების ფონზე, ასობით ათასობით რეპროდუქციული ასაკის მამაკაცი რომანტიკულ ურთიერთობებს ამყარებს „ანიმე-ჩატბოტებთან”. აღარაფერს ვიძახით ასამდე ასულ გენდერულ ჩამონათვალში, „იმნაირი” ცხოვრების მიმდევარ, ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში მხოლოდ ორად ორი სქესის წარმომადგენლების თაობაზე. ამ და სხვა უამრავი სიგიჟის ჩამონათვალი ძალიან შორს წაგვიყვანს. ალბათ ყველაფერი იმისთვის კეთდება, ამ გადარეული წუთისოფლიდან იქ, უფალთან გადასვლა შველისა და ბედნიერების ტოლფასი გახდეს…” – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: ბახმაროში ტრადიციული დოღი გაიმართა
Next: ქალაქ ლანჩხუთში წყალმომარაგების თანამედროვე ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.