Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მათ პირდაპირ შეგვიძლია დავარქვათ მეხუთე კოლონა – ისინი იმართებიან გარე ძალებით და სწორედ ამ ძალების დაკვეთებით მოხდა მათი გადაჯგუფება – მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციის გადაჯგუფებაზე

მარშალ პრესი 20/08/2024
kavelashvili

პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციაში მიმდინარე გადაჯგუფების პროცესს ეხმიანება.

“ისინი არ არიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. მათ პირდაპირ შეგვიძლია დავარქვათ მეხუთე კოლონა.“- აღნიშნა დეპუტატმა და განმარტა, რომ რადიკალური ოპოზიცია გარე ძალებით იმართება, სწორედ ამ ძალების დაკვეთით მოხდა გადაჯგუფება და თითქოს ახალი ოპოზიციური ძალების ჩამოყალიბება.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ოპოზიცია ერთიან ძალას- კოლექტიურ ნაცმოძრაობას წარმოადგენს.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს სრული სიმართლე. ისინი არ არიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. მათ პირდაპირ შეგვიძლია დავარქვათ მეხუთე კოლონა. ისინი იმართებიან გარე დაკვეთებით. სწორედ ამ დაკვეთებით მოხდა მათი გადაჯგუფება და თითქოს ახალი პოლიტიკური ძალების შექმნა.

უცხო ძალების კარნახით ხდება ყველაფერი. ეს გადაჯგუფებები მხოლოდ და მხოლოდ იმას მოასწავებს, რომ ეს ყველაფერი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარეობს და აქ პირდაპირი არჩევანი აქვს საქართველოს მოსახლეობას გასაკეთებელი. ვხედავთ, რომ ეს ძალები შეურაცხყოფას აყენებენ საზოგადოებას, ყველა ნაცმოძრაობის ყოფილი წევრია და ერთიან ძალას წარმოადგენენ – კოლექტიურ ნაცმოძრაობას, მეხუთე კოლონას,“- აღნიშნა ყაველაშვილმა.

Post navigation

Previous: ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს ერთგვარ ნიურნბერგის პოლიტიკურ განაჩენად „ნაციონალური მოძრაობისთვის“ – “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს
Next: ერთი რამ ვერაფრით მიპატიებია ხელისუფლებისათვის – სოსო მანჯავიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.