Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მირეკავს ნოდარ მელაძე, ყვიროდა, “აი ნახავ რასაც ვიზამ, მე შენზე სიუჟეტს გავაკეთებ ნაც მოძრაობასთან როგორ ვაჭრობო

მარშალ პრესი 19/08/2024
tako charkviani

მირეკავს ნოდარ მელაძე, ნაწყენი, ჩემი სტატუსის გამო, რომ ტვ “პირველი”-ს ეთერი არაობიექტურად მივიჩნიე და ვთქვი რომ ტვ “პირველი” ხაზარაძის გავლენის ქვეშ მოექცა, და ამას უკვე ბევრი აღნიშნავს და მევახშე ხაზარაძის სახელს აიკიდებენ ამ ორმაგი სტადარტით თქო, ფინალი საუბრის ასეთი იყო, ყვიროდა, “აი ნახავ რასაც ვიზამ, მე შენზე სიუჟეტს გავაკეთებ ნაც მოძრაობასთან როგორ ვაჭრობო” – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ნოდარ მელაძემ დაურეკა მას შემდეგ, რაც ფეისბუქზე  პოსტი გამოაქვეყნა ტვ “პირველთან” მამუკა ხაზარაძის კავშირზე.

“მირეკავს ნოდარ მელაძე ნაწყენი ჩემი სტატუსის გამო, რომ ტვ “პირველი”-ს ეთერი არაობიექტურად მივიჩნიე და ვთქვი, რომ ხაზარაძის გავლენის ქვეშ მოექცა, და მას უკვე ბევრი აღნიშნავს და მევახშე ხაზარაძის სახელს აიკიდებენ ამ ორმაგი სტადარტით თქო, ფინალი საუბრის ასეთი იყო – ყვიროდა, “აი ნახავ რასაც ვიზამ, მე შენზე სიუჟეტს გავაკეთებ ნაც. მოძრაობასთან როგორ ვაჭრობო” (კიდევ კარგი მთელი გუნდი გვისმენდა ოფისში) ანუ შენიშვნა რომ არ მიმეცა, მაშინ სიუჟეტს არ მომიძღვნიდა და “კარგი გოგო” ვიქნებოდი, ანუ რაიმე ინფორმაციას მალავდა, იცოდა და მალავდა, გაბრაზდა და აღარ მალავს?

გაოგნებული ვუსმენდი ამ – მისი პირიდან ამოსულ სიბინძურეს, სიტყვა “ვაჭრობა”, როგორც ჩანს მევახშე ხაზარაძისგან გაიგო და ისწავლა – სამწუხარო , რა ვიცი, გამიკვირდა, არ ველოდი. (ან რა მაქვს სავაჭრო რატომ და რისთვის უნდა “ვვაჭრობდე ” ?? ოჰ ეს სიტყვა “ვაჭრობა”, ხომ არ მოსცილდა ქართულ პოლიტიკას ?! 

არადა მართლა რომ იცოდეს “სამზარეულო” ნოდარ მელაძემ, ამ სიბილწეს და სისულელეს ხომ არ მაკადრებდა, არც მე და არც საკუთარ თავს აკადრებდა. ჰოდა, აი ამის შემდეგ, რა ჟურნალისტიკაზეა საუბარი, ან რა ობიექტურობაზე, ან, ან …..

რა დღეშია ეს ქვეყანა, ან რა მომავალი ელის? წინ წყალი უკან მეწყერი…..აი ასეა რა.
ხალხნო ოპოზიციური არხის ჟურნალისტი დამემუქრა, ჩემს სტატუსში გამოთქმული აზრის გამო, წარმოიდინეთ რა უბედურებაშია ქვეყანა?!

წარმოიდგინეთ ერთი წუთით ხაზარაძე სათავეში რომ მოვიდეს?! რით განსხვავდება ივანიშვილისგან ( ვეთანხმები ამ გამონათქვამში შალვა ნათელაშვილს) არაფრით, სრულიად არაფრით! ჩემს ბავშვობაში ასეთი ფილმი იყო “ჩემი მეგობარი ნოდარი”
ვისი მეობარი ხარ ნოდარ შენ?! სამწუხაროა…” – წერს თაკო ჩარკვიანი, რასაც ნოდარ მელაძე გამოეხმაურა და დაწერა, რომ ის მატყუარაა:

Post navigation

Previous: აშშ-ის კონგრესი ბაიდენს საიმპიჩმენტო დანაშაულების ჩადენას ედავება – დოკუმენტის მიხედვით, ბაიდენი თანამდებობას ბოროტად იყენებდა და „საკუთარი ოჯახის გამდიდრების გამო შეერთებულ შტატებს ატყუებდა
Next: ჩვენი წინასაარჩევნო კამპანია მთლიანად მოსახლეობაზე იქნება ორიენტირებული. უახლოეს დღეებში ვიწყებთ აქტიურად გასვლას ველზე, სადაც მოსახლეობას კითხვა-პასუხის რეჟიმში შევხვდებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.